ქალი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებს იპყრობს

ქალი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელებს იპყრობს

დოლორეს ლეის ანტელოს რამდენიმე დღის წინ თანასოფლელების გარდა არავინ იცნობდა, დღეს კი მისი ფოტო მსოფლიო სოციალურ ქსელებს და მედიასივრცეს მოედო. მიზეზი კი ის გახდა, რომ ესპანელ ფერმერ ქალს ძალიან ამსგავსებენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

"კოსტა და მორტეს დონალდ ტრამპი" - ასე მოიხსენია 60 წლის დოლორესი ესპანურმა მედიამ. ფოტო, რომელზეც ქალი მის მიწის ნაკვეთზე თოხით ხელში დგას, სოციალურ ქსელში ნამდვილ აღმოჩენად იქცა და მილიონობით ადამიანმა ნახა. ინტერნეტმომხმარებლები ხუმრობენ, რომ დონალდი და დოლორესი ტყუპები არიან და დაბადებისთანავე დააშორეს.

მოულოდნელად თავსდამტყდარ პოპულარობაზე საუბრისას დოლორეს ლეის ანტელომ ესპანურ გამოცემას გაუმხილა, რომ ვერ ხვდება, როგორ გამოიწვია მისმა ფოტომ ამხელა ინტერესი.

"როგორც მითხრეს, ჩემმა ფოტომ მსოფლიო შემოიარა, მგონია რომ ეს ჩემი თმის ფერის ბრალია. ჩემმა გოგონებმა მითხრეს, რომ ეს ფოტო პოპულარულს გამხდიდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვხვდები, რა არის ამაში ისეთი" - თქვა დოლორესმა ჟურნალისტთან საუბრისას.

ფოტოებს თავად დააკვირდით და იქნებ თქვენც აღმოაჩინოთ მსგავსება...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე