ავტორი:

ყველაზე მარტივი სკანდინავიური დიეტა, რომლითაც 40 კგ-საც კი დაიკლებთ

ყველაზე მარტივი სკანდინავიური დიეტა, რომლითაც 40 კგ-საც კი დაიკლებთ

დანიელმა დიეტოლოგმა სუზი ვენგელმა შექმნა დიეტა, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მარტივად დასაცავია, შედეგი კი გარანტირებულად გექნებათ.

კვების რეჟიმის გათვალისწინებით, თქვენი საკვების თითო პორცია უნდა შეიცავდეს თანაბარი რაოდენობით ცილასა და ნახშირწყალს, საკმარისი რაოდენობით ბოსტნეულს და 1 კოვზ ცხიმს.

39 წლის ვენგელმა „ბიზნეს ინსაიდერთან“ განაცხადა, რომ დიეტით 10 თვეში 40 კგ დაიკლო.

რა ვჭამოთ „სკანდინავიური დიეტის“ დროს?

ვენგელის თქმით, „ინსტაგრამზე“ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი მაგალითი, ჰეშთეგით #sensekost.

მაგალითად :

საუზმე

ბოსტნეული (2 პორცია) - რამდენიმე პომიდორი ჩერი და ბარდა

ცილები (1 პორცია) - 2 ცალი კვერცხი

ნახშირწყლები (1 პორცია) - 1 ნაჭერი პური

ცხიმი (1 სუფრის კოვზი) - ნაღების კარაქი, წასმული პურზე

1 ჭიქა ყავა რძით

სადილი :

ბოსტნეული (2 პორცია) - სტაფილო, კიტრი, წიწაკა, პომიდორი, სოკო

ცილა (1 პორცია) პაშტეტი, ბეკონის ნაჭერი, კვერცხი

ნახშირწყლები (1 პორცია) - პური

ცხიმი - ყველი

ვახშამი

ბოსტნეული (2 პორცია) - სტაფილო, სატაცური, ძირთეთრა (პასტერნაკი)

ცილა (1 პორცია) - კოტლეტი

ნახშირწყალი (1 პორცია) - ბოკალი ღვინო

ცხიმი (1 სუფრის კოვზი) - ბეარნული სოუსი

როგორ ცხოვრობს ივანკა ტრამპი თეთრი სახლის დატოვების შემდეგ - ექსპრეზიდენტის ქალიშვილი პაპარაცებმა ფლორიდასა და მაიამიში დააფიქსირეს

ხელოვანისა და დიქტატორის ბრძოლა - კიდევ რამდენ საიდუმლოს ინახავს სტალინის პირადი არქივი?

"ამ კადრში იყო ყველაფერი: გამოცდილება, ალღო, იღბალი..." - გაიცანით ფოტოგრაფი, რომელიც ქართული რაგბის დაუვიწყარ მომენტებს აღბეჭდავს