ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების“ ოფისში - ფოტოები შეხვედრიდან

ბიძინა ივანიშვილი "ქართული ოცნების“ ოფისში - ფოტოები შეხვედრიდან

დღეს დილიდან "ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ. შეხვედრას ასევე დაესწრო ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

შეხვედრაში პარლამენტის უმრავლესობის სპიკერატის წარმომადგენლები, ფრაქციების თავმჯდომარეები და კომიტეტების ხელმძღვანელებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა:

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - განაცხადა პრემიერმა.

გთავაზობთ ფოტოებს შეხვედრიდან, რომლებიც "ქართული ოცნების" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები