გიგა ბოკერია პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაზე - "ღრმა კრიზისია როგორც პარტიაში, ისე მთელ ქვეყანაში"

გიგა ბოკერია პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებაზე - "ღრმა კრიზისია როგორც პარტიაში, ისე მთელ ქვეყანაში"

„ქართული ოცნების“ რეალური მმართველის იძულება, ჩრდილიდან გამოსულიყო, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ღრმა კრიზისია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

“ქართული ოცნების“ რეალური მმართველის იძულება, რომ ჩრდილიდან გამოსულიყო, ადასტურებს იმას, რაც მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ღრმა კრიზისია როგორც “ქართულ ოცნებაში“, ისე მთელ ქვეყანაში. მაგრამ ეს ამბავი ქვეყანას ვერ უშველის. ქვეყანას უშველის მხოლოდ ერთი რამ - ივანიშვილით დაწყებული გიორგი კვირიკაშვილით დამთავრებული, მთელი ამ გუნდის ჩამოცილება ხელისუფლებიდან არჩევნების გზით და მერე მუშაობა ქვეყნის წინსვლაზე. მეტი არაფერი უშველის ჩვენს ქვეყანას, რომელიც ჩიხში შეიყვანა ივანიშვილმა თავისი გუნდით და მმართველობით“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა და პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

„პირადად, ჩემი და მთელი გუნდის სახელით შევთავაზე და ვთხოვე ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას. მოხარული ვარ, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები