ისტორიული შეხვედრა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა

ისტორიული შეხვედრა - კიმ ჩენ ინმა სამხრეთ კორეის საზღვარი გადაკვეთა

კიმ ჩენ ინი ჩრდილო კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც სამხრეთ კორეის სადემარკაციო საზღვარი გადაკვეთა, ხაზი ნახევარკუნძულს ორ ნაწილად 1953 წლის ომის შემდეგ კვეთს.

მომენტი, როდესაც სამხრეთ კორეის ლიდერმა მუნ ჩჟე ინმა და კიმ ჩენ ინმა საზღვარზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, სიმბოლოებით დატვირთული იყო. „ბიბისის“ ინფორმაციით, ჩრდილოელმა დიქტატორმა განაცხადა, რომ გულახდილი დისკუსიის იმედი ჰქონდა.

ხელის ჩამორთმევის შემდეგ მუნმა, კიმ ჩენ ინის თხოვნის შემდეგ, სიმბოლურად გადადგა ნაბიჯი ხაზის მიღმა, ჩრდილო კორეის საზღვარზე.

„ჩვენ აქ მოვედით იმედით, რომ ორ კორეას შორის ურთიერთობებში ახალ ფურცელს გადავშლით. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ კონსტრუქტიული დიალოგი წარვმართოთ პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინთან“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

თავის მხრივ, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა კიმ ჩენ ინს მოუწოდა ერთად დაამყარონ მშვიდობა და კეთილდღეობა კორეის ნახევარკუნძულზე.

რამდენიმე თვის წინ კიმ ჩენ ინის რიტორიკას საომარი ტონი ჰქონდა, თუმცა ახლა ლიდერები, სავარაუდოდ, სამშვიდობო პროცესზე ისაუბრებენ. თუმცა, ბევრი ანალიტიკოსი სამიტის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე