რაზე შეთანხმდნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

რაზე შეთანხმდნენ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეა

სამხრეთ კორეა და ჩრდილოეთ კორეა ერთმანეთთან მიმართებაში მტრულ ქმედებებს შეწყვეტენ, - ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ დეკლარაციაში, რომელსაც დღეს ჩრდილოეთ კორეასა და სამხრეთ კორეას ლიდერებმა მოაწერეს ხელი.

ერთობლივ დეკლარაციაში ასევე ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა საერთო მიზნად კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციას ხედავენ.

კიმ ჩენ ინი და მუნ ჩჟე ინმა შეთანხმებას მიაღწიეს, რომ აქტიურ დიალოგს განაგრძობენ მაღალ დონეზე. ასევე, სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სამხედროები შეთანხმდნენ მუდმივად კონტაქტზე იყვნენ ერთმანეთთან, მათ შორის თავდაცვის მინისტრების დონეზე. ასევე შეიქმნება ოპერატიული კავშირგაბმულობის ერთობლივი ცენტრი.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, მათ შორის ოჯახების გაერთიანებაზე.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ვიზიტით ფხენიანს ეწვევა.

დღეს ფხანმუნჯის სასაზღვრო პუნქტზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინსა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჩჟე ინს შორის ისტორიული შეხვედრა გაიმართა. სადემარკაციო ხაზზე ორი ქვეყნის ლიდერმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი გახდა, რომელიც 1953 წლიდან სამხრეთ კორეას ეწვია.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე