ცესკო: ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48.8% შეადგინა

ცესკო: ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 48.8% შეადგინა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 60-ვე საარჩევნო უბანზე 48.8% (23 485 ამომრჩეველი) შეადგინა. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ მორიგ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, 20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმების დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე - www.results.cec.gov.ge.

„რაც შეეხება სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმ ამომრჩევლების შესახებ, რომლებიც გადასატანი ყუთის მეშვეობით აძლევენ ხმას - საარჩევნო კოდექსის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში მისვლის შეუძლებლობის შემთხვევაში, ამომრჩეველი გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის მოთხოვნით საუბნო საარჩევნო კომისიას მიმართავს კენჭისყრის დღემდე 2 დღით ადრე მაინც.

იმ შემთხვევაში თუ გადასატანი ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 3 პროცენტს, ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით. ყველა კონკრეტულ შემთხვევაზე, საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებმა მიიღეს კანონთან შესაბამისი გადაწყვეტილებები. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებების კანონშესაბამისობა ეჭვქვეშ არ დამდგარა და არ გასაჩივრებულა. რაც შეეხება უშუალოდ პროცესს - გადასატანი ყუთის სიაში არსებული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ გადასატანი ყუთის მეშვეობით და ის საარჩევნო უბანზე მისვლის შემთხვევაში, ხმას ვეღარ მისცემს. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ ერთხელ“, -განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა.

ანა მიქელაძემ ასევე აღნიშნა, რომ გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა აქვს საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ დამკვირვებელს, წარმომადგენელსა თუ მედიასაშუალებას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი