ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაშავდა

ბათუმში, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად მამაკაცი დაშავდა

ბათუმში, კიროვის 45 ნომერში, მშენებლობიდან ჩამოვარდნის შედეგად, 25 წლის მამაკაცი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი მშენებლობაზე ამწედან ჩამოვარდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულს დაზიანება წელის, გულმკერდის არეში და ხელზე აღენიშნება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია