35 უბნის წინასწარი მონაცემები ცნობილია - როგორ გადანაწილდა ხმები "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" კანდიდატებს შორის

35 უბნის წინასწარი მონაცემები ცნობილია - როგორ გადანაწილდა ხმები "ქართული ოცნებისა" და "ევროპული საქართველოს" კანდიდატებს შორის

ვანისა და ხონის გაერთიანებულ საარჩევნო ოლქის 35 უბნის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.58% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ 38.88%, - აღნიშნული მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ცესკო აგრძელებს მონაცემების გამოქვეყნებას ვებ-გვერდზე results.cec.gov.ge. დარჩენილია 25 უბნის მონაცემები.

ვანსა და ხოში 60-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."