გივი ჭიჭინაძე - დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი

გივი ჭიჭინაძე - დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი

დიდი პასუხისმგებლობა ავიღე საკუთარ თავზე და გავხდი ორი მუნიციპალიტეტის ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში. მადლობა ჩემს ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის და გვერდით დგომისთვის, - განაცხადა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ. მან საარჩევნო პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა. "ზოგადად, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ჰქონია", - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ვანსა და ხოში 60-ვე საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი.

არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

"ქართულ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვის საშუალება უნდა მომეცეს" - მიხეილ სააკაშვილი

როგორი მოდელით ჩატარდება 2020 წლის არჩევნები - მმართველი გუნდი და ოპოზიცია შეთანხმდა

LIVE: პაატა იმნაძე გადაცემა "360 გრადუსში"