ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში, 54 უბნის წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს

ვანისა და ხონის შუალედურ არჩევნებში, 54 უბნის წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს

ვანისა და ხონის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის 54 უბნის წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს. კერძოდ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გივი ჭიჭინაძემ ამომრჩეველთა ხმების 57.34% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.95%.

ცესკო აგრძელებს მონაცემების გამოქვეყნებას და 01:30 საათზე შემაჯამებელ ბრიფინგს გამართავს.

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის სულ რეგისტრირებული იყო 6 კანდიდატი. არჩევნებში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - პარტია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავა, პარტია „საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ლილუაშვილი, „ტრადიციონალისტების“ კანდიდატი ზურაბ ქართველიშვილი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ კანდიდატი მამუკა ტუსკაძე, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე და საინიციატივო ჯგუფის მაჟრიტარობის კანდიდატი ვასილ კოპალიანი. ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."