მიხეილ სააკაშვილი - სწორი იქნება, თუ გიგიც და მისი თანაპარტიელებიც შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში

მიხეილ სააკაშვილი - სწორი იქნება, თუ გიგიც და მისი თანაპარტიელებიც შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში

სწორი ის იქნება, გიგი უგულავა და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში ჩატარებულ, საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელ Facebook-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

"მე გამახარებდა გიგი უგულავას ვანი-ხონის არჩევნებში გამარჯვება, მაგრამ ამის 1% შანსიც კი არ არსებობდა. არ შეიძლება შულერების მაგიდას მიუჯდე კარტის სათამაშოდ. ჩვენ მთავარ შულერს ეს მაგიდა უნდა ავუყირავოთ! სწორი ის იქნება, გიგიც და მისი თანაპარტიელებიც თუ შემოგვიერთდებიან შულერების ხელისუფლებიდან განდევნაში", - წერს მიხეილ სააკაშვილი.

წინასწარი მონაცემებით, შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმათა 57.86% მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ - 38.38%.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები