ხე, რომელიც მაკრონმა ტრამპს აჩუქა, გაქრა

ხე, რომელიც მაკრონმა ტრამპს აჩუქა, გაქრა

ხე, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აჩუქა, გაუჩინარდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მაკრონი ცოლთან ერთად აშშ-ში ვიზიტად გასულ კვირას იმყოფებოდა. საჩუქრის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა :

„100 წლის წინ ამერიკელი ჯარისკაცები საფრანგეთში იბრძოდნენ, რათა ჩვენი თავისუფლება დაეცვათ. ეს მუხის ხე, რომელიც დონალდ ტრამპს საჩუქრად გადავეცი, თეთრ სახლში ჩვენი კავშირის მოსაგონებლად დარჩება“.

თუმცა, „როიტერსის“ ფოტოგრაფმა გუშინ გადაიღო ფოტო, სადაც ჩანს, რომ ხის ადგილას მხოლოდ ყვითელი ბალახია დარჩენილი, ხე კი - აღარ არის.

ოფიციალური მიზეზი, რის გამოც ნერგი გაქრა, ცნობილი არ არის, თუმცა მედიაში არაერთი ვარაუდი გაჩნდა. ფრანგული რადიო Franceinfo მებაღეობის საიტზე gerbaud.com დაყრდნობით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ხის დარგვა ოქტომბერშია უმჯობესი, ამიტომ, შესაძლოა, მუხა საკუთარ ადგილს შემოდგომაზე დაუბრუნდეს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე