საქართველოში 33 გრადუსამდე დათბება - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში 33 გრადუსამდე დათბება - ნახეთ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

სამი დღის მანძილზე საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა 1 - 2 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი +21, +26 გრადუსის ფარგლებში იქნება.

ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხამოკლე წვიმა და ელჭექი, 1 მაისს გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ხოლო 1 – 2 მაისს +22, +27 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ღამის საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, დღისით კი 1 – 2 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 30 აპრილს და 1 მაისს +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი, 2 მაისს +24, +26 გრადუსამდე მოიმატებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ