ესპანელი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან სახის კრემის მოპარვის გამო გაათავისუფლეს

ესპანელი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან სახის კრემის მოპარვის გამო გაათავისუფლეს

ესპანეთის მმართველი პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მადრიდის რეგიონის ლიდერი თანამდებობიდან გადააყენეს - cbsnews-ის ინფორმაციით, კრისტინა სიფუენტესმა 7 წლის წინ სუპერმარკეტიდან კოსმეტიკური ნაწარმი მოიპარა. ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ იპარავს პარფიუმერიას სიფუენტესი.

თავად პოლიტიკოსი ამბობს, რომ მის მიმართ მიზანმიმართული პროვოკაცია მიმდინარეობს და მის შეურაცხყოფას ცდილობენ. ამასთან, სიფუენტესმა დაადასტურა, რომ ჩანაწერი ავთენტურია, თუმცა, მისი მტკიცებით, ქურდობა „უნებურად გამოვიდა“.

ასაკის საწინააღმდეგო სახის 2 კრემი, რომლის მოპარვასაც პოლიტიკოსს აბრალებენ, 50-მდე დოლარის ღირებულებისაა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე