ნიკოლ ფაშინიანი რუსეთ-სომხეთის სამომავლო ურთიერთობაზე...

ნიკოლ ფაშინიანი რუსეთ-სომხეთის სამომავლო ურთიერთობაზე...

რუსეთი და სომხეთი დარჩებიან სტრატეგიულ მოკავშირეებად, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პარლამენტში გამოსვლისას.

„ჩვენ რუსეთს სტრატეგიულ მოკავშირედ მივიჩნევთ, ჩვენი მოძრაობა ამას საფრთხეს არ უქმნის. ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემთხვევაში სომხეთი დარჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრად“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ოპოზიციურმა ფრაქცია „იელქმა“ პარლამენტის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის პოსტზე თავისი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის კანდიდატურა წარადგინა.

პრემიერ-მინისტრობის პოსტზე ერთადერთი პრეტენდენტი ნიკოლ ფაშინიანია. მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა. პრემიერ-მინისტრად არჩევისთვის ფაშინიანმა 105-ადგილიან პარლამენტში 53 ხმა უნდა მიიღოს.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე