სერგეენკო - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას

სერგეენკო - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოს მოხმარებას

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას, ისევე როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თამბაქოს აკრძალვის შესახებ კანონის ამოქმედებაზე კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, კანონის სრულყოფილად ამოქმედება ათიათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს.

"დღეიდან ძალაში შევიდა უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც თავისი შინაარსით აღარ არის მხოლოდ მექანიკური აკრძალვა. ეს არის მეცნიერულად დადასტურებული, რომ ასეთი ტიპის შეზღუდვები მნიშვნელოვნად ამცირებს საკუთრივ თამბაქოს მოხმარებას ისევე, როგორც მნიშვნელოვნად ამცირებს თამბაქოსგან გამოწვეულ ზიანს. ძალიან რთული ჩამოსათვლელია ისეთი დაავადება, რომელზეც თამბაქოს ნეგატიური გავლენა არ აქვს. წინასწარი კვლევებით და გათვლებით ამ აკრძალვებმა მომავალი პერიოდის განმავლობაში ათეულ-ათასობით ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე უნდა გადაარჩინოს. ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევით და ყველას ვთხოვ, მოვუწოდებ ,რომ დაიცვან ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი წესები", - განაცხადა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, საქართველოში ჩატარდა კვლევა, რომლის თანახმადაც, თამბაქოს მოწევის გამო დახურულ სივრცეში წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი დაკარგავს სიცოცხლეს.

რაც შეეხება აღსრულებას მინისტრი ამბობს, რომ კანონი ყველამ უნდა დაიცვას.

"თუმცა, თავისთავად კანონის არსებობა არ ნიშნავს, რომ ერთ დღეში მოგვარდება ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხარდაჭერა და საქართველოში მოსახლეობის 80% ამ აკრძალვას მხარს უჭერს. აღსრულების ადმინისტრირებას რაც შეეხება, დაწესებულებებში პასუხისმგებელმა პირებმა იმ შემთხვევაში როცა დარღვევას დაინახავენ, ზრდილობიანად და ტაქტიანად უნდა მოუწოდონ კანონის დაცვისკენ დამრღვევს. არსებობს გზა, რომლითაც კანონდამრღვევები შესაბამის პასუხს აგებენ", - განაცხადა სერგეენკომ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."