შს მინისტრის კომენტარი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე

შს მინისტრის კომენტარი ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტზე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ორი ახალგაზრდის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ გამოძიება ნარკოტიკებით ინტოქსიკაციის ვერსიაზეც მუშაობს.

"სამწუხაროდ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ გარდაცვალების ორი ფაქტი. რა თქმა უნდა, გამოძიების საქმეა ზუსტად დადგინდეს რა ვითარებაში და რის გამო დადგა ეს ფაქტი. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს. მიმდინარეობს ისეთ ფორმატში, რომ ის განიხილავს ყველა ვერსიას და შესაბამისად, ჩვენ მაქსიმალურად გავაკეთებთ ყველაფერს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დადგეს შედეგი. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ არ შემოვიფარგლებით ერთი რომელიმე ვერსიით. ჩვენ გვაქვს სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტი, რომელსაც სრულად მოვფენთ ნათელს უახლოეს პერიოდში" - განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება ვებგვერდს, რომლის საშუალებითაც ხდება ნარკოტიკული საშუალებების ონლაინ შეძენა, მინისტრმა დაადასტურა, რომ ასეთი ვებ-გვერდი დაბლოკვების მიუხედავად, მაინც არსებობს.

"ერთმნიშვნელოვნად მინდა აღვნიშნო, რომ მსგავსი საიტი არსებობს. მეორე, ამ საიტთან დაკავშირებით ჩვენ კომუნიკაციის მარეგულირებელთან ერთად უკვე ვიმუშავეთ და ეს საიტი დავბლოკეთ. თუმცა, მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში არსებობს სხვადასხვა გზა, გვერდის ავლით იგივე საიტზე მოხვედრის. ჩვენ ამ პროცესში ვართ დღესაც. იმ ელექტრონული სივრცის, სადაც მსგავსი დანაშაული ხდება, სრულად გაკონტროლება სამწუხაროდ დღევანდელი ტექნოლოგიების დონეზე შეუძლებელია.

თუმცა, მიუხედავად ამისა ჩვენ ყოველთვის, როდესაც ასეთი ინფორმაცია გადის, სწრაფი რეაგირება გვაქვს, ისევე, როგორც ამ საიტთან დაკავშირებით. მინდა მოგახსენოთ, რომ მარეგულირებელ კომისიასთან ერთად ჩვენ ერთხელ უკვე დავბლოკეთ ეს საიტი. ამ საიტის ძირითადი კომპონენტი დაბლოკილია, თუმცა ხდება გვერდის ავლით, სხვადასხვა საშუალებებით ამ საიტზე მოხვედრა", - განაცხადა გახარიამ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს