როგორ აფასებს გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას

როგორ აფასებს გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას

მე პირადად მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, იქნებოდა პრობლემების მეტი ანალიზი და ასევე საუბარი შეეხებოდა მათი მოგვარების გზებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის გამოსვლის შეფასებისას განუცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტმა ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ უარვყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს აქტიურად, რათა ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართულებით.

„მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობასა და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როდესაც თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მათ შორის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და ა.შ. ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა. მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი ამ გამოსვლისგან“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები