"რეზონანსი" - 8 მაისიდან სესხები გაძვირებას დაიწყებს

"რეზონანსი" - 8 მაისიდან სესხები გაძვირებას დაიწყებს

ეროვნული ბანკის ახალი შეზღუდვა სესხებს გააძვირებს. ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ რეგულაციების შემოღება ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა და მხოლოდ მსესხებელს დააზარალებს. სრულიად საპირისპირო მოსაზრება აქვთ ეროვნულ ბანკში. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, სებ-ის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის აზრით, კრედიტების ახალი კრიტერიუმებით გაცემა საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს.

ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ თუ მსესხებლის გადამხდელუნარიანობის შესწავლა მოხდება, იგი გაცილებით დაბალპროცენტიან სესხს მიიღებს. რის საფუძველზე კეთდება ასეთი დასკვნა, გვენეტაძეს არ დაუკონკრეტებია, მან მხოლოდ სხვა ქვეყნების მაგალითები მოიშველია."სარგებელი იქნება ორმხრივი: ბანკსაც აღარ ექნება ის რისკი, რომ შესაძლოა, დეფოლტირება მოხდეს და მსესხებელსაც არ ექნება რისკი, რომ, შემოსავლის შეფასების გარეშე, მაღალ პროცენტად მიღებულ სესხს ვერ მოემსახურება.

იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ასეთი ზომები მიიღეს, აჩვენებს, რომ იმ ხალხმა, რომელთა გადამხდელუნარიანობის შესწავლაც მოხდა, სესხის მიღება უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთით შეძლო", - აღნიშნა გვენეტაძემ.

აბსოლუტურად არ იზიარებენ სებ-ის ხელმძღვანელის პოზიციას საბანკო სფეროს სპეციალისტები. ისინი მიიჩნევენ, რომ 7 მაისიდან ბანკებს ნაკლები სესხის გაცემა მოუწევთ, რაც მათ მოგებას შეამცირებს. ამის გამო ისინი სასესხო მარჟის გაზრდას შეეცდებიან. განაგრძეთ კითხვა

თბილისში "მარშრუტკები" არ გაუქმდება -  გაძვირდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა?

ბიზნესომბუდსმენი  და მისი მოადგილე  თანამდებობებს ტოვებენ

წყალტუბო 6-პუნქტიანი გეგმის მიხედვით განვითარდება - რას გეგმავს  კურორტზე ეკონომიკის სამინისტრო