ავტორი:

ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა - ახალი გზა დიქტატურის გამყარებისკენ?

ერდოღანი თურქეთის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა - ახალი გზა დიქტატურის გამყარებისკენ?

თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლა დაიწყო. მმართველმა საპარლამენტო ფრაქციამ 24 ივნისის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატად სახელმწიფოს ამჟამინდელი ხელმძღვანელი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი წარადგინა. ადგილობრივი ინტერნეტგამოცემების ცნობით, არსებული რეალობის გათვალისწინებთ, ერდოღანი, პრაქტიკულად, უალტერნატივო ლიდერია.

თურქეთის მმართველის დიქტატორული სვლები ახალი უკვე არავისთვის არ არის. ახლა მთავარია, მის მიერ დანიშნულ ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლა... ერდოღანის კანდიდატურას მხარი 316-მა დეპუტატმა დაუჭირა.

ცნობისთვის, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ოპოზიციურ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან, დევლეთ ბექჩერთან შეხვედრის შემდეგ, მოულოდნელად ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა.

აღნიშნულზე ერდოღანის არგუმენტი ბოლო დროს თურქეთსა და მის გარშემო არსებული რეალობა იყო, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის განვითარებას საფრთხეს უქმნის.

თურქი ექსპერტების შეფასებით, ერდოღანი აპირებს კიდევ ორი ვადით, 2028 წლამდე იყოს თურქეთის პრეზიდენტი... ამისთვის კი, მას ამ ეტაპზე, ყველა წინაპირობა აქვს.

"ჩამოიშორა და ციხეში შეყარა ათასობით მოწინააღმდეგე - პროკურორი, სამხედრო და ძალოვანის სტრუქტურის წარმომადგენელი, ჟურნალისტი, ბლოგერი და პოლიტიკოსი... სირიის, აფრინის ტერიტორიაზე დაწყებულმა სამხედრო ოპერაციამ მისი რეიტინგი წარმოუდგენლად აწია, დადებითი ძვრები აქვს რუსეთთან ურთიერთობაში, რაც თურქეთის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ქვეყნის განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ეტყობა, მას ეშინია, რომ წლის მეორე ნახევარში ვითარება გართულდება, რადგან თურქეთის "ნაციონალურ მოძრაობა" ამ წნეხის პირობებშიც კი ძალებს იკრებს" - წერს TOBB-ის უნივერსიტეტის პროფესორი ტოღრულ ისმაილი.

მისივე თქმით, ერდოღანის შიში, წლის ბოლოს ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით, არ არის საფუძველს მოკლებული - ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატაბების მიუხედავად, თურქეთის ეკონომიკაში, ბოლო დროს დაღმასვლა შეინიშნება - ლირის დევალვაცია შესამჩნევია, ასევე დაწყებულია ინფლაცია. აშკარაა, პრობლემები ბიზნესისა და სიტყვის თავისუფლების კუთხით.

ეკონომიკის ექსპერტების შეფასებით, 2019 წლისთვის "ეს ყველაფერი ცუდი რეალობის წინაშე დაგვაყენებს".

"ყველა დიქტატურას ჰქონდა და ექნება დასასრული და რაც უნდა სასტიკი და დაუნდობელი იყოს, იგივე დასასრული ელის ერდოღანსაც... "- წერს ისმაილი.

ერდოღანი თურქეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2014 წლის 28 აგვისტოდან იკავებს. იგი 2003-2014 წლებში თურქეთის პრემიერ-მინისტრი იყო, ასევე სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ლიდერი. 1994-1998 წლებში იყო სტამბოლის მერი. თურქეთის პრეზიდენტი ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრეა და ევროკავშირში გაწევრიანება სურს. რამდენიმე დღის წინ თურქულ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ამჟამად ამერიკაში მცხოვრები, ერდოღანის მთავარი მეტოქე და მტერი, ფეთჰულა გიულენიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა, გუშინ მან სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა.

არადა, თურქი ანალიტიკოსების თქმით, გიულენის ერთადერთი კანდიდანტურა იყო, ვისაც ერდოღანისთვის ხმების წართმევა შეეძლო. გიულენი მმართველი პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელია. 2002-2003 წლებში, ის პრემიერ-მისნიტრის პოსტზე იყო; 2003-2007 წლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეჭირა, 2007-2014 წლებში კი თურქეთის პრეზიდენტი იყო. შემდეგ ის პოლიტიკიდან წავიდა და პუბლიკასთან ურთიერთობას თავს არიდებდა, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, საკვანძო ფიგურებთან ფარულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე