"აყურებინეთ იაგოს „კლასიკო“ - აქცია წინასწარი დაკავების იზოლატორთან

"აყურებინეთ იაგოს „კლასიკო“ - აქცია წინასწარი დაკავების იზოლატორთან

აყურებინეთ იაგოს „კლასიკო“, - ამ მოთხოვნით საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ფან-კლუბის წევრებმა დიღომში, პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორთან აქცია გამართეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, პოლიტიკური პარტია “გირჩის” დაკავებული წევრი იაგო ხვიჩია საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” გულშემატკივარია. მათივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი იმართება, ისინი მიმართავენ სამართალდამცველებს, იაგო ხვიჩიას საფეხბურთო მატჩის ყურების უფლება მიეცეს.

“ჩვენ მივმართავთ თხოვნით, მიეცეს იაგო ხვიჩიას მატჩის ყურების საშუალება. აღნიშნულ მოთხოვნას არ აქვს პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენ ვთავაზობთ, ან საკანში შეუტანონ ტელევიზორი, ან იაგო ხვიჩია გამოიყვანონ ბადრაგთან ერთად და ერთად ვუყუროთ ფეხბურთს ფანკლუბში”, - განაცხადა ფანკლუბის წარმომადგენელმა თორნიკე რაზმაძემ.

დიღმის სამმართველოსთან გამართულ აქციას პარტია “გირჩის” წევრები შეუერთდნენ. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, აქციის მიზანია, სისტემას მოუწოდოს ადამიანობის გამოჩენისკენ.

აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნა სამმართველოში ჩააბარეს.

შსს-მ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 105 ფაქტი გამოავლინა

სუს-ის თანამშრომელი უწყების შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

ყანდაურას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ნოდარ გამყრელიძეს ბრალი დაუმძიმდა - მას დედის და კიდევ ოთხი პირის მკვლელობას ედავებიან