მიტროპოლიტი ანდრია - მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია

მიტროპოლიტი ანდრია - მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებლის და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილი პროვოკაციაა, გაუგებარს უწოდებს. სასულიერო პირი იმედოვნებს, რომ მომავალ წლებში ქართველები და ოსები წმინდა გიორგის დღესასწაულს ერთად იზეიმებენ.

„გავრცელდა განცხადება ცხინვალის ადმინისტრაციის მიერ, თითქოს საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები კონფლიქტის განვითარების პროვოცირებას ახდენენ. მივდიოდით ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტაძარში და ეს თუ შეიძლება ჩაითვალოს პროვოცირებად, გაუგებარია. იმედი მაქვს, რომ მომავალ წლებში ყველანი ერთად იმ ტაძარში, აქაურებიც და იქაურებიც, ერთად ვიზეიმებთ წმინდა გიორგის დღესასწაულის“, - განაცხადა მიტროპოლიტმა სოფელ აძვში, სადაც შექმნილი მდგომარეობის გამო აძვისთავის ნაცვლად სასულიერო პირებმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებული პარაკლი სოფელ აძვის სამებაში აღავლინეს.

„სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებლის და მრევლის სოფელ აძვისთავში გადასვლის სურვილს პროვოკაციას უწოდებს. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა „სპუტნიკს“ განუცხადა. მისი თქმით, ღონისძიება რომლის ფარგლებშიც „ქართველი მღვდლები და მრევლი საზღვრის გადაკვეთას აპირებენ“, 5-6 მაისს არის დაგეგმილი. „ეს პროვოკაციული ქმედებებია, რომლებმაც შეიძლება სერიოზულად გაართულოს სიტუაცია“, - განაცხადა ჯიოევმა. მან საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საკითხის დარეგულირებისკენ მოუწოდა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?