ლიტვა Adidas-ის პროდუქციაზე საბჭოური სიმბოლიკის დატანით აღშფოთებულია

ლიტვა Adidas-ის პროდუქციაზე საბჭოური სიმბოლიკის დატანით აღშფოთებულია

ლიტვა გერმანული კონცერნის, Adidas-ის პროდუქციაზე საბჭოური სიმბოლიკის დატანით აღშფოთებულია, - ამის შესახებ ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფის „ტვიტერის“ გვერდზე.

სოციალური ქსელის გვერდზე მოყვანილია კომპანიის ოფიციალური გვერდის ბმული, რომელშიც ქალის მაისური იყიდება წარწერით USSR (სსრკ) და საბჭოთა კავშირის გერბით.

„ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვინც ავად არის იმპერიაზე ნოსტალგიით. უბრალოდ მოულოდნელია, რომ მათ შორის ცნობილი კონცერნი Adidas-ია“, - ნათქვამია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფის განცხადებაში.

2008 წელს ლიტვაში კანონი მიიღეს, რომელიც კრძალავს საბჭოური და ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებას, დემონსტრირებასა და გავრცელებას.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ