"ისრაელისთვის უკეთესი იქნება თუ ირანს ადრე დაუპირისპირდება, ვიდრე გვიან" - როგორ განვითარდება მოვლენები ორ ქვეყანას შორის

"ისრაელისთვის უკეთესი იქნება თუ ირანს ადრე დაუპირისპირდება, ვიდრე გვიან" - როგორ განვითარდება მოვლენები ორ ქვეყანას შორის

ისრაელისთვის უკეთესი იქნება, თუ ირანს ადრე დაუპირისპირდება, ვიდრე გვიან, თუმცა ისრაელს არ სურს ესკალაცია, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ბოლო თვეების განმავლობაში ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი სირიას შეიარაღებას აწვდის, რათა ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ. აღნიშნული მოიცავს დრონებს, რაკეტებს, ანტისაჰაერო სისტემებს“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის კაბინეტის სხდომაზე.

მისი თქმით, „ისრაელი მტკიცედ განწყობილია ადრეულ ეტაპებზე ჩაახშოს ირანის აგრესია, თუკი ეს თუნდაც კონფლიქტს გამოიწვევს“. „სჯობს ადრე, ვიდრე გვიან. იმ ქვეყნებს, რომლებსაც არ სურდათ დროულად ემოქმედათ მომაკვდინებელი აგრესიის წინააღმდეგ, მოგვიანებით უფრო დიდი ფასის გადახდა უწევდათ. ჩვენ არ გვსურს სიტუაციის ესკალაცია, თუმცა მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის“, - აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

გამოკითხული ისრაელის მოქალაქეების თითქმის ნახევარი (44,4%) მიიჩნევს, რომ ისრაელმა ირანზე პრევენციული დარტყმა უნდა განახორციელოს, თუ ეს თავიდან აიცილებს ირანის რეჟიმის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას.

აღნიშნულს ცხადყოფს „გეოკარტოკრაფიის“ ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 31,1% მიიჩნევს, რომ ისრაელმა არ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმა ირანზე, ხოლო 24,7%-ს კი აღნიშნულ საკითხზე ჩამოყალიბებული მოსაზრება არ გააჩნია.

კითხვას - დაეხმარება თუ არა აშშ ისრაელს ირანთან შესაძლო ომის შემთხვევაში, გამოკითხულთა 60% უპასუხა, რომ აშშ ისრაელს როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო დახმარებას გაუწევს, 19% მიიჩნევს, რომ აშშ ისრაელს მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას გაუწევს, ხოლო 13,5%-ის აზრით აშშ ისრაელს არ დაეხმარება.

ასევე გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 58% მხარს უჭერს იმ კურსს, რომელსაც ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან მიმართებაში აწარმოებს, 15,5% მიიჩნევს, რომ ეს კურსი არასწორია, ხოლო 26,6% არ აქვს ჩამოყალიბებული მოსაზრება ამ საკითხზე.

ამასთან, როგორც ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, თუ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გავა, მალე ამას ინანებს.

მისივე თქმით, ირანი მზად არის აღნიშნულ შეთანხმებაზე აშშ-ს ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. „ჩვენ მზად ვართ შეთანხმებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის. არ მივესალმებით ომსა და დაძაბულობჰას, თუმცა მტკიცედ დავიცავთ ჩვენს უფლებებს. აშშ ვერაფერს გახდება ირანელი ხალხის წინააღმდეგ“, - აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ირანის ბირთვული შეთანხმება თეირანსა და ექვს ქვეყანას (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, საფრანგეთი და გერმანია) შორის 2015 წელს იყო მიღწეული. შეთანხმება ითვალისწინებს ირანისთვის დაწესებული სანქციების გაუქმებას. ნაცვლად კი თეირანმა ვალდებულება აიღო შეეზღუდა თავისი ბირთვული საქმიანობა და დაექვემდებარებინა ის საერთაშორისო კონტროლისთვის.

მიმდინარე წლის 12 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეთანხმებიდან გამოვა, თუ 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა. 12 მაისს დონალდ ტრამპმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ შეთანხმებაში აშშ-ს მონაწილეობაზე.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე