რამდენი კატლეტი, კარაქიანი პური და შემწვარი კარტოფილი უნდა მიირთვას ბავშვმა - მარი მალაზონიას რჩევები

რამდენი კატლეტი, კარაქიანი პური და შემწვარი კარტოფილი უნდა მიირთვას ბავშვმა - მარი მალაზონიას რჩევები

ჯანსაღი კვების პრონციპები თითქოს ყველამ ვიცით. ამის მიუხედავად, ყოველდღიურ ყოფით პირობებში მაინც ჩნდება კითხვები. ბავშვისთვის ზეთში შემწვარი ჯობია თუ კარაქში? რამდენი კატლეტი ან შემწვარი კარტოფილი უნდა მიირთვას ბავშვმა - ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე ცნობილი ექიმი, ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია პასუხობს.

- მშობლები ხშირად კითხულობენ, რომელ ცხიმში მოამზადონ ბავშვის საკვები, ზეთი, კარაქი თუ ერბო? რომელი გამოიყენონ მოსათუშად და შესაწვავად. ბევრი კარაქსა და ერბოში წვავს, ეს ნორმალურია?

- მოდით, ჯერ გავარკვიოთ, რას წარმოადგენს თითოეული პროდუქტი:

ზეთი თხევადი მცენარეული ცხიმია, რომელიც მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჟავებით, შეიცავს არაერთ სასარგებლო ნივთიერებას, განსაკუთრებით, დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტია ანუ გვიცავს კიბოგან, ნაადრევი დაბერებისგან და სხვა. მაგრამ...

თუ ზეთის ერთსა და იმავე ულუფას რამდენჯერმე ვადუღებთ და ისე გამოვიყენებთან შესაწვავად მოვიხმართ ზეთს, რომელიც არ არის გამიზნული თერმული დამუშავებისთვის, წარმოიქმნება სხვადასხვა სახის მავნე ნაერთები, მათ შორის, ტრანს-ცხიმები, რომელიც საშიშია ჯანმრთელობისთვის.

A ვიტამინით მდიდარი კარაქი რძის ნაღებისგან მიღებული ცხოველური პროდუქტია, რომელიც ადვილად დნება და სწრაფად იწვის. ამიტომ თუ გახურებულ ტაფაზე დააგდებთ, მალე შენიშნავთ თეთრ კვამლს - აკროლეინს, რომელიც კიბოს განვითარების ხელშემწყობი ფაქტორია. შესაბამისად, კარაქში შეიძლება შევწვათ მხოლოდ ისპროდუქტი, რომელსაც სწრაფად მოვამზადებთ, მაგალითად, კვერცხი და არა კარტოფილი.

მცენარეული კარაქი პირობითი დასახელებაა (არა ჭეშმარიტად კარაქი!!!) და ხაზს უსვამს მის წარმომავლობას (მცენარეული ცხიმი შედარებით "მყარი" სახით). "მცენარეული კარაქი", მარგარინის მსგავსად, მცენარეული ცხიმის ტექნოლოგიური გაჯერებით ანუ გამყარებით მიიღება, რაც ზრდის ტრანს-ცხიმების წარმოქმნის რიკს. ამიტომ ბავშვების კვების რაციონში ამ პროდუქტების სისტემატური, მით უფრო, ყოველდღიური მოხმარებისგან თავი უნდა შევიკავოთ. განაგრძეთ კითხვა

"ბიჭი, რომელიც კორტანეთის გზაზე ყოჩივარდებს ყიდის, ჩვენი სტიპენდიატი გახდება" - გიორგი კეკელიძე

ფოთში მერვე დღეა 31 წლის ირაკლი ჯაბუას ეძებენ

"თბილისი ენერჯი": ისნის რაიონში, ერთ-ერთ დაკეტილ სახლში გაზის მაღალი კონცენტრაცია დადგინდა