7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიტუაცია ნელ-ნელა დარეგულირდება. თუ დახმარებას შემოგთავაზებენ, ნუ იტყვით უარს. ახალ მეგობრებს გაიჩენთ, თვალსაწიერს გაიფართოებთ. ზოგიერთი შვებულებისთვის დაიწყებს მზადებას.

კურო

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საქმეების მოგვარებაში საზღვარგარეთ მცხოვრები ახლობლები, ნათესავები დაგეხმარებიან. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად. ცოდნასა და ინფორმაციაში ფულს ნუ დაინანებთ.

ტყუპი

წარმატებული დღე გელით. გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. გარშემო მყოფებში ავტორიტეტს აიმაღლებთ. შეიძლება ახალი მოსწავლე გამოგიჩნდეთ. თუმცა, თქვენთვისაც კარგია ცოდნის გაღრმავება, გამოცდილი ადამიანთან კონსულტაცია.

კირჩხი

ბიიყურეთ წინ და არა უკან. განეწყვეთ წარმატებისთვის. გახსოვდეთ, ფორტუნა ერთხელ მოგცემთ შანსს. კარგი დღეა ბიზნესმენ, ჟურნალისტ, პოლიტიკოს და მენეჯერ ნიშნებისთვის. ზოგიერთს საზღვარგარეთ სწავლას ან მივლინებას შესთავაზებენ.

ლომი

ახლობლების დახმარების გარეშე საქმეების მოგვარება გაგიჭირდებათ. იყავით მეგობრული მათ მიმართ. ნუ მოგერიდებათ საკუთარი საქმიანობის რეკლამირება, გარშემო მყოფებისთვის გაცნობა. განსაკუთრებით სასარგებლოა უცხოელებთან კონტაქტი.

ქალწული

შეიძლება დღეს გამართლდეს ფრაზა: "უბედურება ბედნიერებად ექცა". დაიმსახურებთ უფროსის კეთილგანწყობას. თუ ტაქტიკურად იმოქმედებთ, საყვარელ ადამიანზეც მოახდენთ გავლენას და მშობლებზეც. ეცადეთ, არ გაუშვათ შანსი და უმნიშვნელო შემთხვევაც კი გამოიყენოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ.

სასწორი

კარგი დღეა გავლენიან ადამიანებთან საკუთარ პროექტებზე საუბარი. საქმიანი პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. დახმარება, მატერიალურიც კი, შეიძლება საზღვარგარეთიდანაც მიიღოთ. ჰარმონია დაისადგურებს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას.

მორიელი

წარსულში გაწეული დახმარებისთვის დღეს შეიძლება მადლიერება, მატერიალური ჯილდო მიიღოთ. კარგი დღეა ცოდნის გასაღრმავებლად, საჭირო ინფორმაციის მისაღებად. განაახლეთ კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან, ავტორიტეტ ფიგურებთან. განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს