როგორ მოქმედებს ნარკოტიკების შავი ონლაინბაზარი და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

როგორ მოქმედებს ნარკოტიკების შავი ონლაინბაზარი და რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

ასეთი ტიპის საიტები ან ნომრები, როგორც წესი, რეგისტრირებულია და განთავსებულია ისეთ ქვეყნებში, რომლებზეც არ ვრცელდება ევროსაბჭოს "კიბერდანაშაულის შესახებ" კონვენციის მოქმედება

ბოლო დროს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომ თბილისში ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების გამო გარდაიცვალა, საზოგადოება შეძრა. კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა კი, სავარაუდოდ, იმავე მიზეზით კლინიკებში მოხვდა მძიმე ინტოქსიკაციით, მათგან ზოგს მართვით სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდა და ერთხანს კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდებმა ნარკოტიკული ნივთიერება ინტერნეტით შეიძინეს.

ჩემს მობილურ ტელეფონში ახლაც არის შენახული რუსულ ენაზე კონკრეტული ნომრიდან "ვაიბერით" მოსული შეტყობინება, სადაც ტექსტის ავტორი "ტელეგრამის" საშუალებით ნარკოტიკების შეძენას მთავაზობს. აქვე მითითებულია, რომ "ისინი" ვაჭრობენ იაფი ნარკოტიკებით და პროდუქციის მიწოდება სომხეთსა და საქართველოში დილერების საშუალებით შეუძლიათ. შემოთავაზებულ "ასორტიმენტშია" ე. წ. სპაისები, ანაშა, ჰაშიში, მოსაწევი ხსნარები, მეფედრონი, კოკაინი და სხვ. ამავე წერილში მითითებულია, რომ "ისინი" ვაჭრობენ ცეცხლსასროლი იარაღითაც ლიცენზიის გარეშე და სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ მომყიდონ ავტომატი, პისტოლეტი, საბრძოლო შაშხანა, რევოლვერი და კიდევ რამდენიმე სახეობისა და მარკის ცეცხლსასროლი იარაღი. აქვე მითითებულია, რომ ეძებენ და დაასაქმებენ ოპერატორებსა და კურიერებს პროდუქციის სხვადასხვა ქვეყანაში გასავრცელებლად.

ასეთი ვებგვერდების არსებობის შესახებ ინფორმაცია აქვთ შს სამინისტროშიც, თუმცა ამბობენ, რომ დაბლოკვის მიუხედავად, ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით შეძენის შესაძლებლობა მაინც არსებობს. ასეთ საიტებთან დაკავშირებით სამინისტროს მიუმართავს კომუნიკაციების მარეგულირებლისთვის, დაუბლოკავთ, თუმცა... ფაქტია, რომ ელექტრონული სივრცის სრულად გაკონტროლება, სადაც დანაშაული ხდება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რით გვემუქრება შავი ონლაინბაზარი? - ამ კითხვით მივმართეთ ექსპერტებს.

ზურაბ სიხარულიძე, ექიმი-ნარკოლოგი: "განვითარებულ ქვეყნებში წელიწადში ერთხელ მაინც იკვლევენ შავ ბაზარს, რათა შეისწავლონ, რა ნარკოტიკებია ბრუნვაში და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას ამ კონკრეტული ნივთიერების შესახებ, რათა ადამიანმა იცოდეს, რაზე მიდის, როცა ამ ნარკოტიკს მოიხმარს. ჩვენთან ასეთი კვლევები არ ეწყობა და ვარაუდებით, გავრცელებული ინფორმაციითა და ჭორებით გვიწევს ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზებზე საუბარი. შარშან ანაკლიაში გოგონა გარდაიცვალა და დღემდე არ არის დადგენილი კონკრეტული ნივთიერება, ისევე როგორც 2013 წელს თბილისში, ღამის კლუბში ახალგაზრდის დაღუპვის გამომწვევი ნარკოტიკი. მაშინაც იყო ლაპარაკი მეფედრონზე, რადგან პირველად ამერიკაში ეს პრეპარატი სწორედ იმ პერიოდში გამოჩნდა. განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს