ავტორი:

ჩეჩნური "დემოკრატია" - “თუ კადიროვს ბოდიშს არ მოვუხდი, ცოლ-შვილს გამიუპატიურებენ...”

ჩეჩნური "დემოკრატია" - “თუ კადიროვს ბოდიშს არ მოვუხდი, ცოლ-შვილს გამიუპატიურებენ...”

“ბოლო დროს განვითარებით, დემოკრატიით, წინსვლით, რუსეთის ფედერაციის სხვა რესპუბლიკებს შორის, გამოირჩევა ჩეჩნეთის რესუბლიკა...” - წერს რუსეთის ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი რუსული მედია... ეს მაშინ, როდესაც ლამის მთელი საერთაშორისო საზოგადოება სოლიდარულია გროზნოში დაკავებულ უფლებადამცველ იუბ ტიტიევის მიმართ, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მარიხუანას მოხმარების ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება.

თუმცა, ის ერთადერთი არ არის, ვის მიმართაც “კადიროვცები” სისასტიკით გამოირჩევიან. გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრებმა მიქაილ მალიზაევმა 2016 წელს სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც რამზან კადიროვს აკრიტიკებდა. ვიდეოს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლტოლვილი ჩეჩნების პროტესტი მოჰყვა, ბოლო დღეებში კი ეს პროტესტი გაიზარდა და აქციებში გადაიზარდა - ჩეჩნები ჩეჩნეთში არსებულ პუტინის სასტიკ რეჟიმს აპროტესტებდნენ.

ამ აქტივობის გამო, მალიზაევი “უცნობებმა” ისე სასტიკად სცემეს, რომ გერმანიის ქალაქ ლუდენშაიდის საავადმყოფოში თითქმის უგონო მდგომარეობაში მიიყვანეს. 26 აპრილის გამთენიას, მისი ცოლი და სამი შვილი რუსეთში დეპორტით გაუშვეს. იქიდან კი, ჩეჩნეთში გადაიყვანეს.. ავსტრიაში ჩეჩნური დიასპორის ხელმძღვანელის, ჰუსეინ ისხანოვის თქმით, მასთან სახლში მისულმა ორმა ჩეჩენმა მამაკაცმა აცნობა, რომ თუ მალიზაევი ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს სოციალურ ქსელში გავრცელებული მიმართვის გამო ბოდიშს არ მოუხდიდა, მის ცოლსა და შვილებს გაუპატიურება და წამება ელოდათ.

ამის შემდეგ, მალიზაევმა თითქმის 10-წუთიანი აუდიომიმართვა ჩაწერა, სადაც მომხდართან დაკავშირებით სინანული გამოთქვა, სწორედ ისე, როგორც ამას მისგან კადიროვი ითხოვდა.

Эхо Кавказа-სთან ინტერვიუში მალიზაევი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ, მისმა პოსტმა ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები გააერთიანა და ყველა ერთად ცდილობდნენ, ევროპისთვის აეხსნათ, თუ რას სჩადიან პუტინი და კადიროვი ჩეჩნეთში.

“ჩვენ ვამბობდით, რომ ჩეჩნეთში უდანაშაულო ადამიანებს ხოცავდნენ, აწამებდნენ და “აქრობდნენ”, რომ ჩვენთან სრული უსამართლობა იყო და ეს ევროპაში უნდა სცოდნოდათ... მე მინდა ჩეჩნეთი თავისუფალი რესუბლიკა იყოს, სადაც ადამიანებს არ კლავენ, არ ამცირებენ... ხომ ხედავთ, სომხებმა თავად მოიპოვეს თავისუფლება, ამისთვის მოვუწოდებდი ჩეჩნებსაც, რომ დაეცვათ თავიანთი ღირსება და პუტინისა და პრორუსული რეჟიმის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ. თუმცა, ტერორიზმში დამადანაშაულეს, ბანდიტი და მკვლელი მიწოდეს, რომელიც საზოგადოებისთვის საშიშია, რადგან თურმე ევროპაში ტერორისტულ ჯგუფებს ქმნის.

არადა, მინდოდა, როგორც სომხებს, ჩეჩნებსაც თავისუფლად აერჩიათ თავიანთი მომავალი და მშვიდად გვეცხოვრა, ისე, როგორც, ევროპაში, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფალი სიტყვა დაცულია. ჩემს ამ მიმართვას მოჰყვა ჩემი ცემა და ჩემი ოჯახის დეპორტაცია”, – აცხადებს 35 წლის ჩეჩენი აქტივისტი.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის 26 აპრილის ღამეს, გერმანული სპეცსამსახურის თანამშრომლები შეუცვივდნენ, ხელბორკილების დაადეს, მისი ცოლ-შვილი კი წაიყვანეს.

“გერმანელი სპეცსამსახურები გზაში მეუბნებოდნენ, რომ მე მთელი მსოფლიოსთვის საშიში ტერორისტი ვიყავი და ჩემი დეპორტაცია უნდა მომხდარიყო... როგორც ამიხსნეს, მათ რუსებთან ერთად მოამზადეს ყველანაირი საბუთი... შემდეგ მათ ჩემს თვალწინ დეპორტით გამოუშვეს რუსეთში ჩემი ცოლ-შვილი, მე კი გამათავისუფლეს და მითხრეს, რომ ერთ კვირაში მეც მათ გზას გამიყენებდნენ...

ამის შემდეგ, ბესლან დადაევს დავურეკე, რომელიც აქ რუსეთის წარმომადგენელი ჟურნალისტის სტატუსით მუშაობს და დახმარება ვთხოვე. მან მითხრა: ძალიან მინდა დაგეხმარო, არც “კადიროვცელი” ვარ და არც პუტინისტი, მათთან კავშირიც კი არ მაქვს, მაგრამ ახლა შენი ოჯახი “კადიროვცების” ხელშია და ერთადერთი გამოსავალი არის საბოდიშო აუდიომიმართვა, რომელსაც გპირდები, რომ ჩეჩნეთის ლიდერის გარდა, ვერავინ მოისმენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ოჯახის წევრებს დაგიხოცავსო.

ამის შემდეგ ჩავწერე აუდიომიმართვა იმ პირობით, რომ მას ადრესატის გარდა ვერავინ მოისმენდა, თუმცა, რამდენიმე ხნის შემდეგ დადაევი ისევ დამიკავშირდა და მითხრა, ახმედ დუდაევი, რამზან კადიროვი და მისი გარემოცვა მეუბნებიან, რომ თუ ვიდეომიმართვას არ გავაკეთებდი, “კადიროვცები” ჩემს ცოლს გააუპატიურებდნენ.

"ხომ იცი, გააკეთებენ, ეს ხომ არც პირველია და არც უკანასკნელიო", - მითხრა. კამათის შემდეგ, ის, კიდევ ერთ ჩეჩენთან ერთად ამოვიდა ჩემს ბინაში, მემუქრებოდნენ, რომ თუ ვიდეომიმართვას არ გავაკეთებდი, მომკლავდნენ... ხელები გადამიმტვრიეს, ისე სასტიკად მცემეს. ამის გამო, ხერხემალზე სამი ოპერაცია გავიკეთე და ახლა კიდევ ერთი ოპერაცია მჭირდება”, - ჰყვება მალიზაევი გამოცემა Эхо Кавказа-სთან საუბრისას.

ჩეჩენი აქტიტისტის თქმით, მისი ოჯახი ახლა ჩეჩნეთშია, თუმცა, მათთან კონტაქტი არ აქვს და არც ის იცის, როგორ არიან... მალიზაევი ამბობს, რომ პუტინი სეციალურად ირჩევს ისევ კადრებს, რომელთაც ადამიანების დახოცვა, წამება და გაუპატიურება შეუძლიათ.

“ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების დახმარება მჭირდება, რომ ჩემს ოჯახს ყურადღება მიაქციონ... რამდენიმე დღეში დეპორტაციაც იგეგმება... თუ პუტინის რეჟიმისთვის გადაცემას მიპირებენ, როგორც კი ეს მოხდება, - მაშინვე მომკლავენ... მინდა ყველამ იცოდეს, რომ ტერორისტი არ ვარ, მე მხოლოდ ჩემს ხალხს მოვუწოდე ჩეჩნეთში პუტინის რეჟიმის დასრულებისკენ”,- აცხადებს აქტივისტი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე