„თეგეტა“ სატვირთო ავტომობილების მფლობელებს Bridgestone-ის საბურავებზე აქციას სთავაზობს

„თეგეტა“ სატვირთო ავტომობილების მფლობელებს Bridgestone-ის საბურავებზე აქციას სთავაზობს

„თეგეტა“ სატვირთო ავტომობილების მფლობელებს პრემიუმ კლასის ბრენდ Bridgestone-ის საბურავებზე აქციას სთავაზობს.

„თეგეტას“ ინფორმაციით, Bridgestone 315/80R22.5 156/150K საბურავების შეძენა აქციის ფარგლებში სპეციალურ ფასად 750 ლარადაა შესაძლებელი. აქცია მოქმედებს 15 მაისის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.

„Bridgestone გახლავთ მსოფლიოს წამყვანი იაპონური ბრენდი საბურავების წარმოებაში, რომელიც აწარმოებს საბურავებს როგორც მსუბუქი, ასევე 4X4- ზე და სატვირთო ავტომობილებისათვის. კომპანია არსებობის მანძილზე მუდმივად გამოირჩეოდა წარმოების ხარისხითა და ინოვაციებით. „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 15 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს.

„თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა”, - ნათქვამია „თეგეტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი