ფოტოამბები - „ბიბლუსში“ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართება

ფოტოამბები - „ბიბლუსში“ ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის წიგნების პრეზენტაცია გაიმართება

9 მაისს 19:00 საათზე ჭავჭავაძის #7-ში მდებარე „ბიბლუსი გალერეაში“ გამომცემლობა "არტანუჯისა" და „ბიბლუსის“ ერთობლივი ორგანიზებით ფოტოგრაფ გურამ წიბახაშვილის 3 წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც გამოიცა სერია „თან საკითხავის“ ფარგლებში. წიგნებში თავმოყრილია 80-იანი, 90-იანი და 2000-იანი წლების ფოტოამბები - მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტოები თავისივე მცირე ისტორიებით.

„ბიბლუსი გალერეაში“ მოსულ მკითხველს გურამ წიბახაშვილის ფოტოების მცირე გამოფენის დათვალიერების საშუალებაც მიეცემა. როგორც ავტორი ამბობს, „ფოტოგრაფია ხომ რაღაც დონეზე ცვლილებების ამსახველი ხელოვნებაა. მასში ყველა ცვლილება ნათლად ჩანს, ამიტომ ფოტოამბებმა შეიძლება უკეთ დაგვანახოს და გაგვახსენოს, თუ რა ხდებოდა ერთი ეპოქის დასასრულს.“

ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ გაესაუბრონ ფოტოგრაფს, დაუსვან მას სასურველი კითხვები და მიიღონ მისგან ავტოგრაფი. ღონისძიების განმავლობაში წიგნების შეძენა 15%-იანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი. დასწრება თავისუფალია.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს