იაპონიის პრემიერი შეურაცხყოფილია - ისრაელში დესერტი ფეხსაცმლით მიართვეს

იაპონიის პრემიერი შეურაცხყოფილია - ისრაელში დესერტი ფეხსაცმლით მიართვეს

ისრაელის პრემიერ-მინისტრთან გამართულმა ვახშამმა ქვეყანაში სტუმრად მყოფი იაპონიის პრემიერი შეურაცხყო. როგორც Jerusalem Post წერს, ცნობილმა ისრაელელმა კულინარმა სერგევ მოშემ, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუს პირადი მზარეულია, სტუმრებს დესერტი რკინის ფეხსაცმლით მიართვა, რაც იაპონურ კულტურაში უკიდურესად შეურაცხმყოფელ ჟესტად მიიჩნევა.

„ეს იყო სულელური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. იაპონურ კულტურაში ფეხსაცმელზე შეურაცხმყოფელი არაფერია. იაპონელები ფეხსაცმლით არც სახლში და არც ოფისებში შედიან. პრემიერ-მინისტრი, მინისტრები და პარლამენტის წევრებიც კი ფეხსაცმლის გარეშე მუშაობენ. იგივეა, რაც ებრაელ სტუმარს შოკოლადი მიართვა ღორის ფორმის ჭურჭლით,“ - განაცხადა გამოცემასთან Yediot Aharonot ერთ-ერთმა ისრაელელმა დიპლომატმა.

მზარეულმა ვახშმის და მათ შორის, დესერტის ფოტოები „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განათავსა. პოსტმა ინტერნეტმომხმარებლები გააბრაზა.

„შენი ცხოვრების ყველაზე დიდი ფიასკოა, ერი არასოდეს დაგივიწყებს ამას, სერგევ. ნამდვილად მიყვარდი. უნდა გრცხვენოდეს,“ - დაუწერა ფოტოს კომენტარად ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

მზარეული რესტორნების მფლობელი, ტელეწამყვანი და ისრაელში ცნობილი სახეა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე