ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმა პოლიციელია

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე ერთ-ერთი დაკავებულის ძმა პოლიციელია

ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ძმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, 2018 წლის 7 მაისს ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე 2 მოქალაქე დააკავეს, საგამოძიებო დანაყოფისთვის ცნობილი იყო, რომ ერთ-ერთი დაკავებულის ძმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია.

"აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძიების მსვლელობის პარალელურად, სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ ტარდებოდა შესაბამისი ღონისძიებები პოლიციელის დანაშაულებრივ საქმიანობაში შესაძლო მონაწილეობის დადგენის მიზნით. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ხსნებულ ინსპექტორ-გამომძიებელს მისი ძმის დაკავების შესახებ ეცნობა მხოლოდ ღონისძიების დასრულების შემდგომ. მან იმავე დღეს პატაკით მიმართა სამინისტროს ხელმძღვანელობას მისი სამინისტროს რიგებიდან დათხოვნის შესახებ.

ამ ეტაპზე ხსენებული პირის დანაშაულში მონაწილეობის ფაქტი არ დასტურდება, თუმცა აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დანაშაულში მონაწილეობის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს