დონალდ ტრამპი - აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა

დონალდ ტრამპი - აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან გავიდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართული მიმართვისას ისაუბრა.

ამასთან ერთად აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.

„ირანის რეჟიმი ტერორიზმის წამყვანი სპონსორია. ირანის რეჟიმი სახიფათო რაკეტების ექსპორტს ახდენს და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტებს ამწვავებს. ის მხარს უჭერს ტერორისტულ ორგანიზაციებს. ირანის რეჟიმი აფინანსებს ქაოსსა და ტერორს. თუმცა, ირანის რეჟიმის არც ერთი ქმედება არ ყოფილა ისე სახიფათო, როგორც მათი ბირთვული იარაღის მოპოვებისკენ მისწრაფება“, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ე.წ. ირანის შეთანხმებას უნდა დაეცვა აშშ და მისი მოკავშირეები, ირანმა კი, ამის მიუხედავად ურანის გამდიდრება განაგრძო. „ეს იყო ცალმხრივი შეთანხმება, რომელიც არასოდეს უნდა ყოფილიყო დადებული. ამ შეთანხმებას არ მოუტანია მშვიდობა და არც მოიტანს“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული შეთანხმება იმდენად ცუდად იყო შედგენილი, რომ თუნდაც ირანმა ის რომ დაიცვას, მაინც მოიპოვებს ბირთვულ იარაღს. მან მოუწოდა თავის ადმინისტრაციას, დაუყოვნებლივ შეუდგნენ ირანზე სანქციების დაწესებას. სანქციები შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე