ჯარისკაცმა ცოლის მშობიარობას აეროპორტში ონლაინ უყურა, რადგან მისი რეისი გადაიდო

ჯარისკაცმა ცოლის მშობიარობას აეროპორტში ონლაინ უყურა, რადგან მისი რეისი გადაიდო

ფრენის გადადების გამო ამერიკელმა ჯარისკაცმა ცოლის მშობიარობას ტელეფონით, ონლაინ უყურა, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

მისისიპელ ბრუკს ლინდსის შაბათს შეატყობინეს, რომ მისი ცოლი სამშობიაროში გადაიყვანეს. ჯარისკაცმა სასწრაფოდ იყიდა თვითმფრინავის ბილეთი სახლში დასაბრუნებლად, თუმცა რეისი მოულოდნელად გადაიდო და ლინდსს აეროპორტში მოცდა მოუხდა. შვილის, მილი ფრიც ენ ლინდსის დაბადებას კი ონლაინ უყურა.

კადრები, სადაც ჩანს, როგორ უყურებს ჯარისკაცი ცოლის მშობიარობამ, გადაიღო მგზავრმა, რომელიც ლინდსისთან ერთად ელოდებოდა რეისს.

ფოტოზე, რომელიც ტრეისი დავერმა გააზიარა, ავტორი წერს, რომ ქალიშვილის დაბადების პროცესს ჯარისკაცი ცრემლიანი უყურებდა, როდესაც ბავშვის ტირილის ხმა გაიგეს, ყველა მგზავრმა მის გარშემო ახალბედა მამის სიხარული გაიზიარა.

„ეს ამბავი გავაზიარე, რადგან მინდა არ დაგვავიწყდეს ჩვენი ჯარისკაცები, რომლებიც ჩვენთვის მსახურობენ და მსხვერპლი, რომელსაც ისინი ჩვენს გამო სწირავენ,“ - წერს დავერი.

ვიდეო კი, სადაც ჩანს როგორ ელოდება შვილის დაბადებას ლინსი, მისმა ცოლმა, ჰეილიმ გააზიარა. ვიდეო 158 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ