აიათოლა ალი ხამენეი - ირანელი ხალხის სახელით ვაცხადებ: ბატონო ტრამპ, არაფერი გამოგივათ!

აიათოლა ალი ხამენეი - ირანელი ხალხის სახელით ვაცხადებ: ბატონო ტრამპ, არაფერი გამოგივათ!

ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ტყუილების გავრცელებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ირანული საინფორმაციო სააგენტო Mehr იუწყება.

„თქვენ გუშინ გესმოდათ ამერიკის პრეზიდენტის საძაგელი და უტიფარი გამონათქვამები. მან სიტყვით გამოსვლისას ალბათ ათჯერ მაინც თქვა ტყუილი. ის ემუქრებოდა, როგორც ირანის ხელისუფლებას, ასევე ირანელ ხალხს. ირანელი ხალხის სახელით მას ვუცხადებ: ბატონო ტრამპ, არაფერი გამოგივათ!“ - განაცხადა აიათოლა ხამენეიმ.

მან ასევე განაცხადა, რომ არც ევროპელ პარტნიორებს ენდობა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

გუშინ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ს გასვლის თაობაზე განცხადება გააკეთა.

ამასთან ერთად, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანს ყველაზე მაღალი დონის ეკონომიკური სანქციები დაუწესდება, რომელიც 2015 წლის შეთანხმების ფარგლებში გაუქმდა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე