რა შეღავათები ეკუთვნით ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს - პასუხობს სოციალური მომსახურების სააგენტო

რა შეღავათები ეკუთვნით ექვს წლამდე ასაკის ბავშვებს - პასუხობს სოციალური მომსახურების სააგენტო

ბევრმა მოქალაქემ ზუსტად არ იცის, რა შეღავათები ეკუთვნის სახელმწიფოსგან. mshoblebi.ge სოციალური მომსახურების სააგენტოსთან ერთად სისტემატურად მოგაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა სახელმწოფო პროგრამების შესახებ, რომლებიც გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებენ. ამჯერად 6 წლამდე ასაკის ბავშვებს შევეხებით, რომლებიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი მაგდა კოტრიკაძე იმ კითხვებს პასუხობს, რომლებიც მშობლებმა სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდის საშუალებით დასვეს.

- სასწრაფოთი მიყვანილი პაციენტი და იგივე პრობლემით საკუთარი ტრანსპორტით მისული პაციენტი ერთნაირად ფინანსდება?

- მიმართვის ფორმას მნიშვნელობა არა აქვს. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებს უნაზღაურდებათ კრიტიკული და გადაუდებელიმდგომარეობების მართვა სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვის ფორმისგან დამოუკიდებლად.

- ყველა კლინიკაში ერთნაირად მოქმედებს საყოველთაოთი განსაზღვრული დაფინანსება? ზოგიერთი კლინიკა მეტს ახდევინებს, ზოგი - ნაკლებს.

- კრიტიკული მდგომარეობების და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების დაფინანსების პირობები სამედიცინო დაწესებულებებში თანაბარია, ხოლო სხვა გადაუდებელი მდგომარეობების, გეგმური ქირურგიული სამედიცინო მომსახურების და ონკოლოგიური მომსახურების დაფინანსება განისაზღვრება სახელმწიფო ასანაზღაურებელი თანხის (სატარიფო არეალის) და მოსარგებლის სტატუსის მიხედვით.

- რა პროცედურები უნდა გაიაროს მშობელმა, რათა ბავშვს დაუფინანსდეს ოპერაცია ან ძვირადღირებული კვლევა?

- ქირურგიული მომსახურების დაფინანსების მისაღებად, პირველ ეტაპზე მიმართავს შესაბამისი პროფილის ქირურგ-სპეციალისტს, ოპერაციის დაგეგმვის შემთხვევაში, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში სამედიცინო დაწესებულება ავსებს შესაბამისი ფორმის განაცხადს; განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ