ავტორი:

როგორ აისახება რუსეთზე ირან-ისრაელს შორის დაძაბულობა - რას წერენ რუსი პოლიტოლოგები

როგორ აისახება რუსეთზე ირან-ისრაელს შორის დაძაბულობა - რას წერენ რუსი პოლიტოლოგები

მას შემდეგ, რაც სირიის ტერიტორიიდან ირანელმა სამხედროებმა ოცამდე სარაკეტო იერიში მიიტანეს გოლანის მაღლობებზე განლაგებულ ისრაელის არმიის პოზიციებზე, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა საპასუხო სარაკეტო იერიში განახორციელეს. ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიციალური წარმომადგენელი ჯონათან კონრიკუსი აცხადებს, რომ თავდასხმის ბრძანება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურმა, კასემ სოლეიმანიმ გასცა.

კონრიკუსის თქმით, საპასუხოდ ისრაელის საბრძოლო ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეული ირანული სამხედრო ობიექტი დაბომბა, რასაც ათამდე ადამიანი შეეწირა, თუმცა, ირანი მსხვერლის შესახებ ჯერჯერობით დუმს... დასავლური მედია წერს, რომ სირიაში, ლა-კისვას პროვინციაში ირანელების სამხედრო ბაზები გახდა ისრაელის სარაკეტო იერიშების სამიზნე.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ირანთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან გადის. ამ განცხადებიდან მალევე, ისრაელი საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და მათი არმიის სარდლობამ განაცხადა, რომ სირიაში ირანის სამხედროები განსაკუთრებით გააქტიურდნენ - გოლანის სიმაღლეებზე სამოქალაქო პირებისთვის დაბომბვის საწინააღმდეგო თავშესაფრების გაკეთება დაიწყეს. რეზერვისტთა ნაწილის მობილიზაცია გამოაცხადეს.

“დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება და მას შემდეგ განხორციელებული პროცესები, განსაკუთრებულ მდგომარეობას ქმნის რუსეთისთვისაც, როგორც რეგიონში მოთამაშე ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურისთვის” – წერს BBC. რუსი პოლიტოლოგების შეფასებით - ის, რომ ამერიკის გადაწყვეტილებას, ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, ევროპაში სიხარულით არ შეხვედრიან, თეორიულად, მოსკოვს აძლევს შანსს ევროპასთან ურთიერთობები ხელახლა დაალაგოს, თუნდაც ამ კონკრეტული საკითხით დაიწყოს. ეს კი მის გავლენებს ახლო აღმოსავლეთშიც გააძლიერებს...

“ახლა მთავარია კრემლში ცდუნებას გაუძლონ და ირანთან, ასადის რეჟიმთან და ისრაელთან, ასევე საუდის არაბეთთან ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური კავშირები არ დაამყარონ, უბრალოდ, ყველა ქვეყანასთან ნორმალური ურთიერთობებით შემოიფარგლონ” - აცხადებს ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი ვლადიმირ საჟინი. მისივე თქმით, ახლა ახლო აღმოსავლეთში ორი ლიდერი ქვეყანა იკვეთება, - ირანი და საუდის არაბეთი, რუსეთი უკვე დიდი ხანია ორივე ქვეყნის მიმართ მშვიდობიან პოლიტიკას ახორციელებს.

მოსკოვი თავისი ეკონომოკური ხედვებიდან გამომდინარე, არ არის დაინტერესებული ისეთი კონფლიქტით, რომელსაც რეგიონში მასშტაბური ომი მოჰყვება, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ირანს მისი მხარდაჭერის იმედი აქვს, რუსეთის აქტიურობა სწორი არ იქნება:

“ირანი სირიის სამხედრო კამპანიაში რუსეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და მისი მონაწილეობის გარეშე, ისევე როგორც თურქეთის აქტიურობის გარეშე, სირიაში სტაბილურობის შენარჩუნება შეუძლებელი იქნებოდა” - წერს აღმოსავლეთის მკვლევარი ელენე სუპონინა, რომლის თქმითაც, სირიის კონფლიქტის ესკალაცია ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მასშტაბურ დაპირისპირებაში გადაიზრდება და სწორედ ამის შესახებ ესაუბრა პუტინი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ნეთანიაჰუს.

“ისრაელში კარგად ესმით, რომ სირიის ტერიტორიაზე ირანის გაძლიერება არ უნდა დაუშვან. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ალ-კისვას სამხედრო ბაზაზე ირანმა თავისი სამხედრო ბაზები ააშენა, რაც ისრაელის სარაკეტო იერიშმა დააზიანა და რომლის იქ ფუნქციონირებას ისრაელი არც დაუშვებს”- აცხადებს სანიჟინი.

რუსი ექსპერტების ვარაუდით, ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტის გამწვავება რუსეთის ეკონომიკას კიდევ უფრო მძიმედ დააწვება, რადგან არცერთი კომპანია არ იმუშავებს ირანის ბაზარზე, თუ ის ამერიკული წნეხის ქვეშ აღმოჩნდება, - ეს ეხება რუსულ კომპანიებს, რომლებიც ირანში წლებია მუშაობენ, მაგალითად, Лукойл და Татнефть.

ნავთობგაზის ანალიტიკოსის მიხაილ კრუტიხნის თქმით, ორივე დიდი კომპანია, ისედაც იძულებული იყო, ამერიკის სანქციების ფონზე, თანდათან დაესრულებინა ირანში მუშაობა, ბოლოდროინდელი მოვლენები ამ პროცესებს დააჩქარებს.

Лукойл-ი ნორვეგიულ კომპანია "შტატოილთან" ერთად, წლებია ირანის საბადო Анаран-ში მუშაობდა, თუმცა, 2010 წელს, თეირანის წინააღმდეგ დაკისრებული სანქციების შემდეგ, პროექტიდან გავიდა, რა დროსაც მან 63 მილიონი დოლარის დანაკარგი ნახა.

“როგორც ჩანს, ეს კიდევ ერთხელ განმეორდება, - კონფლიქტის დროს, მსხვილი კომპანიები ადვილად ჩერდებიან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთს ირანის დატოვება მოუწევს ... ახლა კი ამერიკის მიერ დაწესებული სანქციებით, საახალწლო ნაძვის ხესავით არის დახუნძლული. ასე რომ, ახლა უკვე გასაგებია, რატომ არ აწყობს რუსეთს კონფლიქტის ესკალაცია”,- წერს კრუტიხინი.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?