რეკლამა 1 ლარად! - ქმნით თქვენს პროფილს და თანხას იხდით მხოლოდ გარანტირებულ შედეგში

რეკლამა 1 ლარად! - ქმნით თქვენს პროფილს და თანხას იხდით მხოლოდ გარანტირებულ შედეგში

თანამედროვე ცხოვრებაში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩნდება რეკლამირების ინოვაციური შესაძლებლობები, თუმცა პარალელურად იქმნება რეკლამის საწინააღმდეგო უამრავი ბარიერიც. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ რეკლამაში ჩადებული მესიჯის სათანადო აუდიტორიამდე მიტანა გართულებულია.

დღეს მთავარი აქცენტი ონლაინ რეკლამაზე კეთდება. ამ მხრივ ქართულ ბაზარზე საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, რაც გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ართულებს. ბოლო პერიოდში გამოჩნდა რეკლამირების პლატფორმა Adword.ge, რომელიც რეკლამის განთავსების მარტივ და ხელმისაწვდომ შესაძლებლობას სთავაზობს დამკვეთს, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ გარანტირებული შედეგის მიხედვით იხდის მომსახურების საფასურს.

adword.ge-ის უპირატესობებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია:

საიტების მრავალფეროვნება

Adword.ge რეკლამის განთავსებას სთავაზობს დამკვეთს ისეთ ცნობილ საიტებზე, როგორებიცაა: interpressnews.ge, ambebi.ge, kvirispalitra.ge, mkurnali.ge, marao.ge, reitingi.ge, boumonde.ge; intermedia.ge და ა.შ. აღნიშნულ საიტებს დღის განმავლობაში 400 000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს!

ხელმისაწვდომი ფასი

მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ტოპ საიტებზე, ფასი მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. რეკლამაზე ერთი დაწკაპუნება 8-დან 20 თეთრამდე მერყეობს. თანხის ჩამოჭრა კი კლიკების კონკრეტული რაოდენობის მიხედვით მოხდება.

რეკლამის მარტივი და მოსახერხებელი მართვა

adword.ge-ის საშუალებით სხვადასხვა საიტზე რეკლამის განთავსება საიტის მეშვეობით ხდება. ამისთვის საჭიროა რეგისტრაცია, რომლის შედეგადაც ქმნით საკუთარ პროფილს, მართავთ როდის, რომელ საიტზე და რა ხანგრძლივობის რეკლამა გსურთ. დეტალური ინსტრუქციების მიხედვით აკონტროლებთ განთავსებებს, სტატისტიკას, ბიუჯეტის ცვლილებებს და ა.შ. ამ პროფილიდან შესაძლებელია მასალის დამატება, დროებით გათიშვა ან ჩანაცვლება. აქვე ჩანს მიმდინარე ბალანსი, გახარჯული თანხის რაოდენობა და adword.ge-ს მიერ რეკომენდირებული საკომუნიკაციო არხები.

მინიმალური სარეკლამო ბიუჯეტი საიტზე მხოლოდ 1 ლარია!

Adword.ge მომსახურებას უკვე ჰყავს კლიენტების გარკვეული რაოდენობა და მათ შორის არიან, როგორც დიდი ბიზნესკომპანიები, ასევე სტარტაპები. მიზეზი ცალსახაა - საიტი საუკუნის გამოწვევებს პასუხობს და მომხმარებლებსა და მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულია.

ვებგვერდის საშუალებით რეკლამის განთავსებამდე, აუცილებლად კარგად განსაზღვრეთ ტექსტის შინაარსი. ის უნდა იყოს მარტივი, სასარგებლო და უნიკალური. რეკლამის შინაარსის სრულყოფის შემდეგ უნდა მოიფიქროთ, თუ რომელი საკომუნიკაციო არხები დაგეხმარებათ მის საჭირო აუდიტორიამდე მიტანაში. სხვა შემთხვევაში, იდეალური რეკლამაც კი უბრალო სიტყვებად დარჩება.

Adword.ge კარგ შესაძლებლობებს სთავაზობს ვებ-გვერდებსაც. თუ ფლობთ საიტს და გინდათ, მიიღოთ დამატებითი შემოსავალი, დარეგისტრირდეთ adword.ge-ზე და დაამატეთ თქვენი საიტი სისტემაში. რეგისტრაციის შემდეგ, საიტი გაივლის მოდერაციას Adword.ge-ის ადმინისტრაციის მიერ. თანხმობის მიღების შემთხვევაში ვებ-პორტალი პლატფორმის შეთავაზებების ბაზაში დაემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ დამკვეთებს შეეძლებათ საიტების ჩამონათვალში მოგნიშნონ და დაამატონ რეკლამა თქვენ მიერ გამოყოფილ ზონაში.

ასე რომ, თუ გსურთ მარტივად, სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად განავითაროთ თქვენი ბიზნესი, adword.ge - თქვენთვისაა!

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის