დონალდ ტრამპი - ახლახან დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" ხუთი ძებნილი ლიდერი

დონალდ ტრამპი - ახლახან დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" ხუთი ძებნილი ლიდერი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ განაცხადა, - ამის შესახებ მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ყველაზე მეტად ძებნილი ლიდერი ახლახან დააკავეს!“, - წერს ტრამპი. თუმცა ის დეტალებს არ აკონკრეტებს.

აღნიშნულის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმაც „ისლამური სახელმწიფოს“ საწინააღმდეგო კოალიციაში, ბრეთ მაკგერკმა. „ერაყის ძალებმა ერაყისა და სირიის სასაზღვრო რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მაღალჩინოსანი დააკავეს. მშვენიერი თანამშრომლობა „ისლამურ სახელმწიფოს“ გამარჯვებისკენ ყველა გზას უკეტავს“, - წერს მაკგერკი.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე