აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერის შეცვლას? - რას პასუხობს ჟურნალისტების კითხვაზე ექპრემიერი

აპირებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერის შეცვლას? - რას პასუხობს ჟურნალისტების კითხვაზე ექპრემიერი

პრემიერის შეცვლას არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, - ასე უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა. პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს რიგით მეხუთე ყრილობა გამართა, სადაც ბიძინა ივანიშვილი დელეგატებმა ერთხმად აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, მანამდე კი აღნიშნულ პოსტს გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

დღეს გამართულ ყრილობაზევე მოხდა ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრები. მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ახლად დანიშნული მინისტრი, მაია ცქიტიშვილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები