მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას "ფეისბუქით" ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას "ფეისბუქით" ეხმაურება

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" დღევანდელ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსვლას "ფეისბუქით" ეხმაურება:

"ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ პოლიტიკაში "დაბრუნდა" ჩემი დაბრუნების შიშით და რუსთავი 2 გამო. რაც ხალხის ჩემს მიმართ სწორ პოზიციაზე გადასვლის და მის მძარცველურ პოლიტიკაზე თვალის ახელით აიხსნება. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "transparency internationalis" გამოკითხვა ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას სურს ჩემი დაბრუნება. ივანიშვილის მიერ საქართველოს ხელში ჩაგდება, სხვა გარემოებებთან ერთად,ჩემი პირადი შეცდომების ბრალიცაა და მე აუცილებლად ჩამოვალ საქართველოში, ჩემი ამ შეცდომების გამოსწორების მიზნით. ასე რომ, ივანიშვილს სწორად ეშინია-მე ჩემს ხალხს ამ კრიმინალური სინდიკატის ხელში, ნამდვილად არ დავტოვებ" - წერს სააკაშვილი.

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მეხუთე ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი აირჩიეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. პოლიტიკური საბჭოს წევრები დელეგატებს დასამტკიცებლად, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ წარუდგინა. პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა დელეგატებმა ერთხმად დაამტკიცა. ბიძინა ივანიშვილმა ყრილობის დელეგატებს სიტყვით მიმართა.

წაიკითხეთ: ბიძინა ივანიშვილის გზავნილები საზოგადოებას "ქართული ოცნების" ყრილობიდან

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები