მამუკა ჭელიძის კომენტარი "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ

მამუკა ჭელიძის კომენტარი "ბასიანსა" და "გალერიში" ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სამი თვის განმავლობაში აწარმოებდა საგამოძიებო მოქმედებებს თბილისში მდებარე ღამის კლუბებში - „ბასიანსა“ და „გალერიში“, ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტის გამოსავლენად" - ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა კლუბებში საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

ჭელიძემ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, არ არის ცნობილი დაკავებულთა ვინაობა. ჭელიძემ არ გასცა პასუხი ჟურნალისტების კითხვას, არიან თუ არა ნარკორეალიზაციაში ბრალდებულებს შორის "ბასიანის" დამფუძნებლები.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს