გიორგი ვაშაძე - 12 მაისის ღამის სპეცოპერაციას არაფერი ჰქონდა საერთო ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან

გიორგი ვაშაძე - 12 მაისის ღამის სპეცოპერაციას არაფერი ჰქონდა საერთო ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან

12 მაისის ღამის სპეცოპერაციას არაფერი ჰქონდა საერთო ნარკოდანაშაულთან ბრძოლასთან - ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია, რაც მიზნად ისახავდა დაშინებასა და ძალის დემონსტრირებას, - აღნიშნულ განცხადებას “ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აკეთებს.

ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში უნდა იყოს უკომპრომისო, მით უფრო ბოლოდროინდელი გახშირებული ტრაგიკული ფაქტების გათვალისწინებით.“გუშინდელი აქცია იყო პასუხი ძალადობაზე! აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მხარდამჭერებიც, თუმცა მონაწილეთა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენდნენ ისინი, ვისთვისაც პროტესტის ძირითადი მიზანი იყო ძალადობის დაგმობა და ხელისუფლებისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება.

ხელისუფლება, სხვადასხვა საშუალებებით, მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ მათ წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი აქციის მონაწილეების ასოცირება მოხდეს ნარკომანებთან, მოძალადეებთან, არეულობის მომწყობებთან, რითაც ცდილობს საპროტესტო მუხტის დაკნინებასა და პროცესის მარგინალიზებას.ვერ ავაშენებთ თავისუფალ და ძლიერ სახელმწიფოს, თუ არ გვექნება განსხვავებული აზრის პატივისცემა და არ დავიცავთ სხვათა უფლებასა და თავისუფლებას. ფაქტია, ხელისუფლების მიმართ გაზრდილია ნეგატიური განწყობა, შესაბამისად, საზოგადოების მცირე ჯგუფებად დახლეჩა-დანაწილება შედის ხელისუფლების ინტერესში, იმისთვის, რომ არ მოხდეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ჯგუფების კონსოლიდირება და პროტესტის ერთიანი მუხტის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართვა“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები