ისრაელის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო კლუბის ახალი სახელი „ბეითარ ტრამპი იერუსალიმი“ იქნება

ისრაელის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო კლუბის ახალი სახელი „ბეითარ ტრამპი იერუსალიმი“ იქნება

ისრაელის ერთ-ერთი მთავარი საფეხბურთო კლუბი იერუსალიმის „ბეითარი“ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პატივსაცემად სახელს შეიცვლის.

საფეხბურთო კლუბის ოფიციალური განცხადების თანახმად, ამიერიდან კლუბის სახელი იქნება „ბეითარ ტრამპი იერუსალიმი“.

„საფეხბურთო კლუბი „ბეითარი“, როგორც ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო, მოხარულია დააფასოს პრეზიდენტი ტრამპი მისი სიყვარულის და მხარდაჭერისთვის. კლუბის თავმჯდომარემ და მფლობელმა ელი ტაბიბიმ აღმასრულებელ დირექტორ ელი ოხანთან ერთად გადაწყვიტეს კლუბის სახელს აშშ-ს პრეზიდენტის გვარი დაამატონ, რომელმაც ისტორია შექმნა“, - ნათქვამია საფეხბურთო კლუბი „ბეითარის“ განცხადებაში.

საფეხბურთო კლუბი „ბეითარი“ ისრაელის ექვსგზის ჩემპიონია და ისრაელის თასის შვიდგზის მფლობელია.

დღეს ისრაელში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონია გაიმართება. იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნის ცერემონიაში, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დაიწყება, საერთო ჯამში 800 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას ვიდეოს მეშვეობით აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიმართავს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"