სამაგისტრო პროგრამა Executive MBA შეფილდის უნივერსიტეტი თბილისში.ინტერვიუ პროფესორ იაზდიფართან

სამაგისტრო პროგრამა Executive MBA შეფილდის უნივერსიტეტი თბილისში.ინტერვიუ პროფესორ იაზდიფართან

- პროფესორო იაზდიფარ, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ქართველი სტუდენტების შესახებ თქვენი შთაბეჭდილებები?

მე ვასწავლი ფინანსური და მმართველობის ანგარიშგების მოდულებს 27 წლის განმავლობაში და აქედან დაახლოებით ოცი წელი EMBA (აღმასრულებელი ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი) და MBA (ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი) დონეებზე. ინტელექტის, დამოკიდებულების, დისკუსიებში ჩართულობის და მონაწილეობის თვალსაზრისით ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ქართველი სტუდენტები შევაფასო უმაღლეს დონეზე. ნამდვილად სიამოვნებას მანიჭებდა მათთან კომუნიკაცია ლექციის დაწყებამდეც, რადგან საინტერესო კითხვებს სვამდნენ თემის გარშემო, რაც აჩვენებდა მათ მიზანდასახულობს მაქსიმალური ცოდნა მიეღოთ მოცემული მოდულიდან.

- ფიქრობთ, რომ ქართველი სტუდენტები გარკვეული თვალსაზრისით განსხვავდებიან სხვა სტუდენტებისგან, რომლებთანაც შეხება გქონიათ თქვენი კარიერის განმავლობაში?

აღმოვაჩინე, რომ ქართველი სტუდენტები ძალიან მხიარულები არიან. მჯერა, რომ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ საკუთარ განათლებასთან და კარიერასთან დაკავშირებით. მე მათთან მქონდა საუბარი სამუშაო გამოცდილებების შესახებ და შევნიშნე მათი ენთუზიაზმი პროგრესისა და წარმატებისადმი.

- რა არის ის ძირითადი მესიჯები და იდეები, რომელსაც უზიარებთ თქვენს სტუდენტებს?

ჩემი სწავლება ორიენტირებულია მეთოდზე, რომ მივცე სტუდენტებს საჭირო უნარები, რომელიც გამოადგებათ მათ წარმატებისთვის ასეთ კონკურენტულ და მუდმივად ცვალებად ბიზნეს გარემოში. საჭირო უნარებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებში კრეატიულობის და ინოვაციური მიდგომის განვითარება, შესაბამისად ჩემი სწავლება ორიენტირებულია ამ თემების გარშემო.

- ზოგჯერ ამბობენ, რომ ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, არ სჭირდება ბევრი MBA კურსდამთავრებული, რადგან ეკონომიკის მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია მათი ბოლომდე „ათვისება“ („შთანთქმა“). რას ფიქრობთ აღნიშნულ მიდგომასთან დაკავშირებით?

ქვეყანა პატარაა ზომის თვალსაზრისით, თუმცა აშკარად დიდია ზრდისა და განვითარების შესაძლებლობების მხრივ. ეს აშკარად ჩანს უახლესი წარსულის მიღწევებიდანაც. ნამდვილად არსებობს ეკონომიკური ზრდის სერიოზული პოტენციალი, კონკრეტულად ტურიზმის სექტორში. ამისთვის საჭიროა სტრატეგიული აზროვნების პროგრესული მენეჯერები, რასაც უზრუნველყოფს MBA პროგრამა და აქედან გამომდინარე, ეს როგორც სარგებლის მომტანი, ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

- როგორია თქვენი ზოგადი შთაბეჭდილებები საქართველოში მოგზაურების და მუშაობის შესახებ? რა იყო ყველაზე გასაოცარი „აღმოჩენები“ საქართველოში, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (თუ ასეთი არსებობს)?

მე ბევრი მსმენია საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, შესახებ. ჩემი პირველი ვიზიტი საქართველოში იყო 2018 წლის იანვარში. ჩამოსვლისთანავე მივხვდი თუ რატომ არის მიმზიდველი ქვეყანა ტურისტებისთვის. თბილისის და სხვა ქალაქების არქიტექტურა ძალიან შთამჭედავი იყო, ხალხი ძალიან მეგობრული და კარგი, ძალიან ვისიამოვნე სამზარეულოთი.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის