თომას ედისონის ცხოვრება ანუ საიდუმლოებები გამოგონებებს მიღმა

თომას ედისონის ცხოვრება ანუ საიდუმლოებები გამოგონებებს მიღმა

კაცობრიობის ისტორია უამრავ გენიოსზე ინახავს ინფორმაციას, თუმცა, სამწუხაროდ, მათგან ყველამ ვერ შეძლო სამყარო უკეთეს ადგილად ექცია. ამ ადამიანების კატეგორიაში ნამდვილად არ შედის ამერიკელი გამომგონებელი და ბიზნესმენი, რომლის ინოვაციების კვალი საუკუნის შემდეგ ჩვენს ყოველდღიურობაზეც კი აისახება. ის მუდმივად ამაყობდა, რომ არც უცდია იარაღის გამოგონება, მეტიც, მთელი სიცოცხლე ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას მოახმარა.

თომას ედისონი სკოლაში გონებრივად ჩამორჩენილად მიიჩნიეს, თუმცა გმირი დედის წყალობით საუკუნის გენიოსად იქცა. სწორედ იმედით აღსავსე დედამ გამოიყვანა პატარა თომასი სკოლიდან და სპეციალური განრიგი შეუდგინა, თავად ამეცადინებდა და მოტივაციას უნერგავდა. ამას უკავშირდება ის, რომ ედისონი მთელი ცხოვრების განმავლობაში არ უშინდებოდა გამოწვევებს და ძალიან შრომისმოყვარე გახლდათ.

მისი ცხოვრება ადვილი არასდროს ყოფილა, თუმცა შრომისთვის თავის არიდებაზე არც უფიქრია და ამის წყალობით უდიდეს წარმატებასაც მიაღწია. ადამიანთა ნაწილმა არ იცის, რომ ედისონის გამოგონებების აბსოლუტური უმრავლესობა მას არ ეკუთვნის, უბრალოდ ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად, მან თაროზე შემოდებული და დავიწყებული ნივთები გარშემომყოფებისთვის ხელმისაწვდომად აქცია. იმავეს თქმა შეიძლება ზუსტადაც ნათურაზე, რომელსაც ყველაზე მეტად უკავშირდება თომას ედისონის სახელი და გვარი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ნათურა მანამდეც არსებობდა, თუმცა არა იმ ფორმით როგორც დღესაა და სწორედ ედისონის დამსახურებაა, რომ ის საყოველთაო მოხმარების ნივთია. ის ათასობით ექსპერიმენტს ატარებდა, სანამ თითოეულ ნივთს საბოლოო სახეს მისცემდა.

თომას ედისონს აქვს აბსოლუტურად საკუთარი გამოგონებებიც, რომელთა შორის ყველაზე გამორჩეული ფონოგრაფია. იმის მიუხედავად, რომ მისი ფონოგრაფი თავიდან არც იმდენად პრაქტიკული და დახვეწილი იყო, დროთა განმავლობაში ხარისხიც გაამჯობესდა და მოთხოვნაც. შესაბამისად, ფონოგრაფი მის მიერ დარეგისტრირებული 1093 პატენტიდან, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ერთ-ერთი გამორჩეულია.

ქართველ მკითხველს თომას ედისონის შესახებ უფრო მეტი საინტერესო დეტალის გაგება პროექტიდან „50 პერსონა – მათ შექმნეს ისტორია“ შეუძლია. წიგნების სერიის ფარგლებში ყოველ თვეში 1 ახალი წიგნი გამოდის ცნობილი ადამიანების შესახებ. პროექტის ავტორების მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ეჩვენებინათ ძალიან წარმატებული და გონებამახვილი პიროვნებები, მათ შორის კი თომას ედისონიც აღმოჩნდა. გასათვალისწინებელია, რომ წიგნები ხშირად მეცნიერებს ეხებათ, თუმცა იმდენად ადვილი ენით არის დაწერილი, რომ სპეციალური მომზადება, მაგალითად ფიზიკის ცოდნა, საჭირო საერთოდ არ არის, რომ ყველამ შეძლოს წიგნებით სიამოვნების მიღება.

სერიის 27-ე წიგნი კი ეძღვნება სწორედ თომას ედისონს, რომელმაც ნამდვილად აქცია დედამიწა უკეთეს ადგილად. წიგნი გაყიდვაშია, ელოდება მკითხველს, რომელსაც გამოგონებებისა და ამერიკული წარმატების საიდუმლოს მორევში ჩაითრევს.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს