ავტორი:

თბილისის გარეუბნებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება

თბილისის გარეუბნებში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება

თბილისში გარეუბნებში ცხოვრების მსურველების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ამას ადასტურებს ”ბიზნესპრესნიუსის” მიერ ჩატარებული ონლაინგამოკითხვაც, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 52% თბილისის გარეუბანში ამჯობინებს ცხოვრებას, 21% - საქართველოს სხვა ქალაქსა და სოფელში, 17% - თბილისის შემოგარენში. თბილისის ცენტრში ცხოვრება კი მხოლოდ 9%-ს სურს.

გარეუბნებზე დაინტერესების ზრდის ტენდენციაზე საუბრობს saqme.ge-ის დირექტორი ნიკა ჯაფარიძეც.

”ამ დროისთვის გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით ლიდერობენ საბურთალო, ვაკე და გლდანი. თუმცა, ბოლო პერიოდში გარეუბნებით დაინტერესება მნიშვნელოვნად მზარდია. მოთხოვნა გაზრდილია ისეთ უბნებზე, როგორიცაა: დიდი დიღომი, გლდანი, ზედა ვარკეთილი, თბილისის ზღვა. ფასის ზრდას კი ადგილმდებარეობაზე მეტად მშენებლობის ხარისხი და ეკოლოგიურობა განაპირობებს,” - განმარტავს ნიკა ჯაფარიძე.

32 წლის თამარ აბრამიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვინც წლების განმავლობაში თბილისის ცენტრში ცხოვრობდა, თუმცა ახლა გარეუბანში გადასვლას აპირებს.

”ყოველთვის ქალაქის ცენტრში ვცხოვრობდი და ამით კმაყოფილი ვიყავი. თუმცა რამდენიმე წელია, გარეუბანში ცხოვრებაზე, სიმშვიდესა და სუფთა ჰაერზე ვოცნებობ. ამ ოცნებას მალე ავიხდენ კიდევ. პატარა ბავშვები მყავს, ერთი სკოლაში დადის, მეორე კი - ბაღში. სასწავლო დაწესებულებებში მათ მისაყვანად საცობში დაკარგული დროც კი იმდენად იზრდება, რომ აღარ შემიძლია აქ ცხოვრება. აღარაფერს ვამბობ ხმაურსა და გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერზე. გადასვლას დიდ დიღომში ვგეგმავთ. უფრო მშვიდი გარემოა და არც ასე მჭიდროდ არის დასახლებული. ბავშვები ეზოში შედარებით სუფთა ჰაერზე მაინც ითამაშებენ,” - განმარტავს თამარ აბრამიშვილი.

როგორც გავარკვიეთ, თამარ აბრამიშვილმა საცხოვრებლად ”დელუქს დეველოპმენტის” საცხოვრებელი კომპლექსი ”დიღომი აპარტოტელი” აირჩია. კომპლექსის მშენებლობა 2017 წლის მარტში დაიწყო. პროექტის ჩაბარების ვადა 2019 წლის დეკემბერი იყო, თუმცა მისი ჩაბარება 1 წლით ადრე 2018 წლის დეკემბერში იგეგმება. საცხოვრებელი კომპლექსი სამი ბლოკისგან შედგება და მოიცავს: გამწვანებულ ეზოს, ბავშვთა გასართობ მოედანს, ველობილიკებს, რეკრეაციულ ზონას. პროექტში გათვალისწინებულია: ფიტნეს დარბაზი, საბავშვო ბაღი, სუპერმარკეტი და ესთეტიკური მედიცინის ცენტრი.

”გარეუბნის უპირატესობა არის ის, რომ ფასები საკმაოდ მისაღებია, გადატვირთული არ არის და ასათვისებლად დიდი სივრცე გვაქვს. საცხოვრებლად კი ეკოლოგიურად უფრო მისაღები გარემოა. დღეს ქალაქის ცენტრში ცხოვრება დიდი ფუფუნებაა გამომდინარე იქიდან, რომ ფასები საკმაოდ მაღალია, მეორე მხრივ, დიდ პრობლემას ქმნის საცობები, შესაბამისად, გადაადგილება რთულია. სწორედ ამიტომ ჩვენი პროექტების მშენებლობა გარეუბნებში დავიწყეთ,” - განმარტავს კომპანია ”დელუქს დეველოპმენტის” გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ბაკურაძე.

”დიღომი აპარტოტელის” პარალელურად, ”დელუქს დეველოპმენტი” კორპუსს ისანშიც აშენებს. ისნის პროექტის მშენებლობის დასრულება 2018 წლის დეკემბერშია დაგეგმილი. ენერგოეფექტურობა, თანამედროვე არქიტექურა და მოსახერხებელი მდებარეობა - ეს კი ის საკითხებია, რაზეც მშენებლობისას კომპანია მთავარ აქცენტს აკეთებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ