დედამ და მამამ თავი შვილებთან ერთად აიფეთქეს - ვინ დგას სასტიკი ტერაქტების უკან

დედამ და მამამ თავი შვილებთან ერთად აიფეთქეს - ვინ დგას სასტიკი ტერაქტების უკან

ბოლო დღეებში ინდონეზიაში მომხდარი სისხლიანი ისლამისტური თავდასხმების უკან ორი ოჯახი დგას, მშობლები საკუთარ შვილებთან ერთად.

BBC-ს ინფორმაციით, ბავშვები თვითმკვლელებად ბევრჯერ გამოუყენებიათ, თუმცა მშობლებისა და შვილების ერთად აფეთქება იშვიათად მომხდარა.

სხვა შემთხვევების დროს, მცირეწლოვნები ოჯახებიდან მიჰყავდათ, წვრთნიდნენ მათ და აიძულებდნენ, თავი აეფეთქებინათ.

ინდონეზიაში განხორციელებული თავდასხმები ძალიან სასტიკი იყო, ბოლო ათწლეულის მანძილზე მსგავსი ტერაქტები ქვეყანას არ ახსოვს.

კვირას სურაბაიაში მდებარე ეკლესიაში დედამ და მისმა ქალიშვილმა აიფეთქეს თავი, მამამ და ორმა შვილმა კი სხეულზე დამაგრებული ბომბები სხვა ორ ეკლესიაში აამოქმედეს.

გოგონები 9 და 12 წლის იყვნენ, ბიჭები - 16 და 18-ის.

კიდევ ერთი აფეთქება ორშაბათს მოხდა, რომელიც, ასევე ოჯახმა განახორციელა. მშობლები სამ შვილთან ერთად პოლიციის შენობას დაესხა თავს, ერთ-ერთი ბავშვი გადარჩა.

რატომ მიჰყავთ მშობლებს შვილები თავის ასაფეთქებლად?

ინდონეზიელი ექსპერტი იოჰანეს სულეიმანი ამბობს, რომ ბავშვებზე ეჭვს არავინ მიიტანს.

სამხედრო დაჯგუფებებისთვის ბავშვების გამოყენება მიღებული პრაქტიკაა, რადგან მცირეწლოვნები ნაკლებად საეჭვოდ მიიჩნევიან. ექსპერტების მოსაზრებით, სამართალდამცველები მამაკაცებს აკვირდებიან. აღნიშნული თავდასხმების შემდეგ კი პოლიცია ბავშვებსაც გააკონტროლებს.

სხვადასხვა დაჯგუფებები, მათ შორის - თალიბანი და „ისლამური სახელმწიფო“ ხშირად იყენებენ ქალებს თვითმკვლელებად, რადგან მათი წინასწარ გაშიფვრა ძნელი იყო.

მას შემდეგ, რაც ქალი თვითმკვლელები იშვიათობას აღარ წარმოადგენენ, ტერორისტებმა თავდამსხმელებად ბავშვების გამოყენება გადაწყვიტეს.

იმ შემთხვევაში კი, როდესაც მშობლები და შვილები არიან ერთად, კიდევ უფრო რთულია მათზე ეჭვის მიტანა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე