კადიროვი - ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს

კადიროვი - ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასა და ღაზა-ისრაელის საზღვარზე შეტაკებებს გამოეხმაურა.

„ზეიმი იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით და ღაზას სექტორში პალესტინური სისხლის გუბეები! ასე შევა ისტორიაში 2018 წლის 15 მაისი“, - დაწერა რამზან კადიროვმა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა ყური არ უგდოს თავის მოკავშირეებს, რომლებიც მოითხოვდნენ უარის თქმას აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანაზე.

„ჩეჩნეთში რომ ვინმეს დააცემინოს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ამას ეხმაურება, მაგრამ მშვიდად ეკიდება არაბული სისხლის მდინარეებს, რომელსაც ისრაელი ღვრის. აშშ და ისრაელს ყველაზე უფრო ეშინიათ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის აღდგენის“, - აღნიშნა ჩეჩნეთის ლიდერმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ იერუსალიმში აშშ-ს საელჩოს გახსნასთან დაკავშირებით ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მოწოდებით ათი ათასობით პალესტინელმა ვითარება გაამწვავა ღაზა-ისრაელის უსაფრთხოების ხაზთან. ისინი ისრაელელ ჯარისკაცებს ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ და საზღვრის გადაკვეთას შეეცადნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები იძულებული იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ, რის შედეგადაც 58 პალესტინელი დაიღუპა.

იხილეთ ასევე: 58 გარდაცვლილი და 2700-ზე მეტი დაშავებული - როგორ დასრულდა დემონსტრაცია ღაზას სექტორში

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი